• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრეზიდენტმა დავით ახვლედიანი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა” – ადმინისტრაცია

ალია ავტორი - ალია
17:57 11-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ახვლედიანი საქართველოს მრავალი არქიტექტურული პროექტის მაღალპროფესიულ დონეზე წარმატებით განხორციელებისა და არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო მის დას, არქიტექტორ ნანა ახვლედიანს გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ახვლედიანის მიერ საქართველოსა და ქვეყნის ფარგლბეს გარეთ არქიტექტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ისაუბრა.

,,ადამიანი რომელმაც ნახევარი საუკუნე ნამდვილად არქიტექტურას და ამ პროფესიას მიუძღვნა და რომელმაც ამ საქმიანობით თავისი კვალი დატოვა თბილისში, სადაც მისი მთავარი ცხოვრებისა და საქმიანობის ნაწილი იყო, რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ვიცით სამებაში მისი, როგორც თბილისის მთავარი არქიტექტორის ღვაწლი და ბევრი სხვადასხვა შენობის შექმნაში მისი მონაწილეობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელის საზღვარგარეთ გატანაში. პავილიონები, რომელიც მან საქართველოს გარეთ წარმოჩენისთვის  სხვადასხვა ქვეყანაში ააშენა, ესეც მისი ცხოვრების ერთი ნაწილი იყო – ეღვაწა საქართველოსთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ასევე მინდა აღვნიშნო მისი როლი ,,ექსპო ჯორჯიასა“ და სვანეთში. ჩვენ სვანეთში რამდენიმე ძალიან საინტერესო ეკლესია დავათვალიერეთ, მასთან ერთად ეს კიდევ სხვა რამეს ნიშნავდა, რადგან მას ესმოდა იქაური არქიტექტურა და შეეძლო ამის გაზიარება.

არ შემიძლია აქ არ ვახსენო მისი მეუღლე, ნატო. ერთად ისინი განუშორებლები იყვნენ საქმეშიც, ამ არქიტექტურულ მოღვაწეობაში.

აღსანიშნავია, რომ მან დააარსა არქიტექტორების სამთო-სათხილამურო კლუბი  და ამითაც ყველა თავისი მეგობარი დაიმახსოვრებს მას. დამახსოვრება ნამდვილად არ სჭირდება, რადგან დარწმუნებული ვარ, ის მეხსიერებაში არის და იქნება და იმედი მაქვს, ეს დაჯილდოება იქნება ერთი ნაწილი, რითაც მისი შვილები და შვილიშვილები მომავალში იამაყებენ.“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნანა ახვლედიანმა პრეზიდენტს მისი ძმის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დავით ახვლედიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.

 

http://

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved