• რეკლამა
  • კონტაქტი
05:31, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ის ერთი დეპუტატი, ვინც იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა და უპასუხებს, თუ არა, პრეზიდენტი მის კითხვას?

ალია ავტორი - ალია
18:20 10-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,231

დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილა – რეგისტრაცია გაიარა 90–მა დეპუტატმა, 86 პარლამენტარმა ხმა მისცა იმპიჩმენტს, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა და სამმა დეპუტატმა საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

“ალიამ” გაარკვია, რომ ის ერთი დეპუტატი, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ალეკო ელისაშვილია.

ალია დაუკავშირდა ალეკო ელისაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად მისია ის ერთი, იმპიჩმენტის წინააღმდეგ დაფიქსირებული ხმა.

ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ იმპიჩმენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტს, გააკრიტიკა ოცნება იმის გამო, რომ უკვე მეორედ, პრეზიდენტად არჩეულ საკუთარ კანდიდატებს ნაციონალურ მოძრაობასთან შეთქმულებაში ადანაშაულებს და თქვა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტი დღეს ყველაზე ნეიტრალური პირია.

ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ შეიცვალა რამდენჯერმე ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოსაზრება, რა იყო ამის სამართლებრივი საფუძველი. გამომდინარე იქედან, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში არავის კითხვას უპასუხა, მათ შორის არც ალეკო ელისაშვილის კითხვაზეა პასუხი.

უპასუხებს თუ არა პრეზიდენტი იმ ადამიანის კითხვას, რომელიც პარლამენტის დარბაზში ერთადერთი იყო, ვინც მისი იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა და უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ კითხვაზე საზოგადოების დიდი ნაწილიც ითხოვს პასუხს, ეს მალე გამოჩნდება.

“წარმომიდგენია ქართული ოცნების მხარდამჭერები რას ფიქრობენ” – ელისაშვილი

86 – მომხრე, 1 – წინააღმდეგი – პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved