• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება

ალია ავტორი - ალია
16:35 04-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

თიბისი კაპიტალი განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის უახლესი ინდიკატორებით შეფასებას. ამ მხრივ, ჯერჯერობით შესამჩნევი ცვლილება არ იკვეთება, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დღევანდელი შეთანხმების გათვალისწინებით, სურათი, შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს, რასაც დეტალურად შემდგომ პუბლიკაციებში დავფარავთ. აღნიშნული ინდიკატორები პუბლიკაციის სრული ვერსიის დანართშია მოცემული.

უფრო სტრუქტურული განახლების კუთხით, 2025 წელს,თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, 82 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 0.2%-ია. მართალია, მოცულობა უმნიშვნელოა, თუმცა ეს ფაქტი იმითაა აღსანიშნავი, რომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი გახდა, ანუ გასულ წელს უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. მიმდინარე ანგარიში სწორედ ამ ბალანსს ასახავს – ქვეყანა მეტ შემოსავალს იღებს თუ მეტს ხარჯავს დანარჩენ მსოფლიოსთან საგარეო ვაჭრობისა და ფულადი ნაკადების (მათ შორის, ფულადი გზავნილები, შრომის ანაზღაურება, დივიდენდები, რეინვესტიცია, საპროცენტო ხარჯები)  ჭრილში. სარკისებური პრინციპით, ფინანსური ანგარიში მიუთითებს, თუ როგორ დაიხარჯა პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან (მაგალითად, პირდაპირი ან პორტფელური ინვესტიციების გზით).

2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე. 2025 წელს კი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მეორე კვარტლიდან ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში იყო დადებითი. აღნიშნული გასულ წელს ლარის გაცვლითი კურსის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც ეს არაერთხელ იყო ხაზგასმული თიბისი კაპიტალის პუბლიკაციებში. გარდა ამისა, წლის დასაწყისში სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ლარის მიმდინარე სტაბილურობასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

რამ გამოიწვია საგარეო ბალანსის გაუმჯობესება? სავალუტო გადინებების მხრივ, ყველაზე მსხვილი კომპონენტები – საქონლისა და მომსახურების იმპორტი, დივიდენდები და საპროცენტო ხარჯები – მშპ-სთან მიმართებით შემცირდა 2024 წელს მშპ-ის 50.4%-დან 47.8%-მდე. შემოდინებების მხრივ, ICT სექტორის მომსახურების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა (მშპ-ის 1.8%-დან 2.8%-მდე), ხოლო ყველაზე მსხვილი ნაკადები – საქონლის ექსპორტი, ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები – მხოლოდ მცირედით შენელდა (მშპ-ის 46.1%-დან 45.2%-მდე).

რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტირებული შემოსავლების გარეშე, 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, დაბალ ნიშნულზე დარჩა (მშპ-ის 0.8%). რეინვესტიციის ჩათვლით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (31%), რომელსაც გაერთიანებული სამეფო (20%) და თურქეთი (11%) მოსდევდა. სექტორულ ჭრილში, მაღალი ხვედრითი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს (36%), უძრავ ქონებასა (11%) და ლოჯისტიკას (10%) ეკავა.

პორტფელური ინვესტიციების მხრივ, საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენის ბოლოდროინდელი ტენდენცია გრძელდება. დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს შეადგენს. ამასთან, გარკვეულწილად შეცვლილია სტრუქტურა: თუ 2024 წელს ყველაზე დიდი წილი კომერციული ბანკების მიერ სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენაზე მოდიოდა, 2025 წელს კერძო სექტორის (ბანკების გარეშე) შესყიდვები გააქტიურდა, როგორც კოტირებული, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების აქციების კუთხით.

ამავდროულად, 2025 წელს შემცირდა ჯამურად ქვეყნის მიერ აღებული წმინდა ვალის მოცულობა, პირველად 2013 წლის შემდეგ, რაც კერძო სექტორის დავალიანების კლებით იყო განპირობებული, ხოლო მთავრობის ვალი მცირედით გაიზარდა.

აღნიშნული ტენდენციების ფონზე, მთლიანი სავალუტო რეზერვები 2025 წელს 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, საიდანაც 500 მილიონი აშშ დოლარი ოქროს ფასის მატებაზე მოდიოდა. ზრდა 2026 წლის საწყის ორ თვეშიც გაგრძელდა, დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, თუმცა მარტში რეზერვები 343 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, ნაწილობრივ ოქროს ფასის ამჯერად უკვე კლების გამო. მარტის ბოლოსთვის, წმინდა სავალუტო რეზერვებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე (475 მილიონი აშშ დოლარი), ჩვენი შეფასებით, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 204%-ით არის გაზრდილი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007473-macro-update-georgia

(R)

 

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved