“ამ სირთულეს სჭირდება ჩვენი მხრიდან აქტუალიზირება. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე” – ირაკლი კუპრაძე
თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დედებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგანან. საუბარია გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ...



























