• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
12:27 08-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს იქნებოდა სრულიად შეუძლებელი – ამით ივანიშვილი და ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“ ხელს უწყობს ახალი თაობის, მოქალაქეების მკვლელობას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სურს, ნარკოპოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ნარკორეაბილიტაციის ცენტრები გაიხსნას.
„ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვუყურებთ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძისა და სამინისტროს მიერ წარმოებულ სამარცხვინო პიარ კამპანიას, რომელიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არსებობს მძიმე ვითარება ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებით. საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს იქნებოდა სრულიად შეუძლებელი. 2024 წლის სახელმწიფოს მიერვე გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ დაფიქსირებულია 6 ათასზე მეტი ნარკოტიკული ტიპის დანაშაული, აქედან 100-მდე დანაშაული უკავშირდება ნარკოტიკების ტრანზიტს, რომელიც საქართველოს გავლით მიმდინარეობს. ეს არის არასრული სტატისტიკა, რომელსაც აქვეყნებს შსს და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება. ცხადია, რომ ამ პიარ კამპანიით, რომელიც უკავშირდება მხოლოდ საზოგადოების მძაფრ რეაქციას ნარკოტიკების უკონტროლო ვაჭრობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დაშვებითვე მიმდინარეობს. ამით ივანიშვილი და ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“, წლების განმავლობაში, ხელს უწყობს საქართველოს ახალი თაობის, მოქალაქეების მკვლელობას. ყოველწლიურად, 50-ზე მეტი ადამიანი იღუპება ზედოზირებით. მაშინ, როცა ხელისუფლებას არ გააჩნდა ამ დროის განმავლობაში არანაირი ზრუნვის მექანიზმი, მათი ნარკოპოლიტიკა მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, რეპრესიისკენ. ივანიშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო აქციოს შავი ფულის და ნარკოტრეფიკის მთავარ ეპიცენტრად. ამაზე მიუთითებს საზოგადოებაში, მოქალაქეებში, სრულიად რაციონალურად და ობიექტურად გამჯდარი განცდა, რომ ნარკოტიკმა მოიცვა საზოგადოების დიდი ნაწილი.
2025 წლის თებერვალში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს სწორედ იმას, რომ საქართველო გლობალურ ნარკოვაჭრობის პრობლემურ ეპიცენტრად იქცა. ეს მოახერხა ივანიშვილმა, რომ საქართველო ექცია საერთაშორისო ნარკოვაჭრობის ეპიცენტრად. ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ უამრავ ტრაგედიაზე, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. ამ პიარული, სასაცილო, სრულიად გაუგებარი აქციებით, რომელსაც შს მინისტრი, გელა გელაძე ატარებს, ვერ მოატყუებენ იმ საზოგადოებას, რომლებიც თავად, საკუთარ თავზე, შვილებსა და ოჯახებზე გრძნობენ ნარკოდამოკიდებულების მძიმე გავლენას. ჩვენ ვამბობთ, რომ ნარკოვაჭრობასთან, საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან მიმართებით სახელმწიფო უნდა იყოს გაბედული და ამისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. ივანიშვილს და მის „რუსულ რეჟიმს“ ეს პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას ნარკოდამოკიდებულებზე. უკვე მეორე არჩევნებია, ვამბობთ, რომ გარდაუვალად აუცილებელია ამ ქვეყანაში არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც სახელმწიფო, სხვა მოქალაქეებთან ერთად, იზრუნებს თითოეულ ნარკოდამოკიდებულზე, შესთავაზებს მათ იმ ტიპის გამოსავალს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომლისთვისაც ისინი იქნებიან მზად. თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში უნდა არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ და დავეხმარებით ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის უმძიმესი გამოწვევაა. მაშინ, როცა ივანიშვილი კლავს და ანადგურებს ჩვენს მომავალს და ახალ თაობას, ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს, მათ შორის, ჩვენს გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს საქართველოში, ამ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს – უკომპრომისო ბრძოლა ნარკოვაჭრობასთან, საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან და ზრუნვა ნარკოდამოკიდებულებზე. ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
(R)
თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved