გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი: "ალექსეი ნავალნიმ 31 მარტს დაწყებული შიმშილობა რამდენჯერმე გონდაკარგვის მერე 23 აპრილს შეწყვიტა. ეს შეჯიბრი და ფსონების დადება კიარაა, ვინ რამდენს გაძლებს. ეს არც ვინმეს ვაჟკაცობა მაგრობაზე აღტკინება და ნირვანაში გადასვლა კიარაა, მიშა რა მაგარიაო. ან გლადიატორი ხორ ჰგონია ვინმეს სააკაშვილი, აბა რას გაუძლებსო. ესაა უბრალოდ ყველა ჩვენგანის, საქართველოს ყველა მეგობრის თუ გულშემატკივარის პიროვნული გამოცდა, და მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად დეგენერირებულია ფასეულობრივად და სულიერად. თუ რამდენად დაუშვებს პრეზიდენტის შიმშილით დავრდომას 21ე საუკუნეში. პრობლემა უმარტივესად გადაწყდება იმით, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებ, გაუშვებ სახლში და დაიწყებ საქმის ახალ კვლევას იმიტომ რომ ახალი გარემოება გაქვს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლით. ეს თუ არ გაითავისა ენმს ასკაციანმა პარტკომმა, ბიძინას როგორ გინდა ამის გააზრება მოსთხოვო? გამოფხიზლდით ყველა. ვიცი, რომ გეუბნებიან და გიბრძანებენ რეგიონალურ ენმ ლიდერებს, რომ ასეა საჭირო და რაღაცა გეგმაა. არაა ასე საჭირო და ყველამ იცით თუ რაა აუცილებელი. ყველამ." ...