• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეზღუდვებს აღარ აქვს ეფექტი, უკვე 2 წელი გადის პანდემიიდან და შეზღუდვებზე საუბარიც კი ზედმეტია” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:07 10-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

თამო კეშელავა

-ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გვითხრა, შეზღუდვებს არ მოაქვს გრძელვადიანი შედეგი და ამიტომ არ განვიხილავთ შეზღუდვების დაწესებასო – რამდენად სწორი გგონიათ ეს მიდგომა?

-შეზღუდვებს აღარ აქვს ეფექტი. კოვიდი არის აეროზოლური ინფექცია, არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც კოვიდთან კონტაქტი არ ჰქონოდეს. გამორიცხულია. ერთხელ თუ იმგზავრა ადამიანმა ავტობუსით ან მეტროთი, იმას უკვე კოვიდთან ჰქონდა კონტაქტი, გამორიცხულია, რომ არ ჰქონოდა, შეიძლება არ დაავადდა, არ მიიღო კოვიდი, მაგრამ რაღაც კონტაქტი უკვე არსებობდა, ლორწოვანმა ეს „დაარეგისტრირა“ უკვე.  ყველამ იცის უკვე, რომ ვიღაცასთან მაინც იქნებოდა კონტაქტში. ამ ხალხს ვეღარ შეაშინებ – გეტყვის, რა იცი, რომ უკვე არ მქონდა? იქნება, მქონდა? მაგალითად, ჩინეთში ახლა შეგიძლია იმოგზაურო ანტისხეულებზე ტესტის პასუხითაც –  სულ ერთია, აცრილი ხარ, არა ხარ აცრილი, თუ გაქვს გადატანილი კოვიდი და გაქვს ანტისხეულები, შეგიძლია ჩინეთში იმოგზაურო ჩვეულებრივ. არ გეკითხება არავინ რანაირად გაქვს ანტისხეული მიღებული, მთავარია გაქვს ანტისხეული. ან გქონდა კოვიდი, ან გაქვს გაკეთებული ვაქცინა. გაქვს არჩევანი, ან მიაწოდო ანტისხეულებზე ტესტი, ან ვაქცინაციის ცნობა. ამ გზას ახლა მთელი აზია გადის. გერმანიაში 20 პროცენტი მოქალაქეების არ არის აცრილი და ის 20 პროცენტი არასოდეს აიცრება, წავიდა უკვე დრო, აღარ ეშინიათ, ამ ხალხს ახლა ვერაფერს მოუხერხებ. ერთადერთი გზაა ახლა, შეამოწმო მათ ანტისხეულები. შეზღუდვებზე უარის თქმა ნორმალურია, უკვე 2 წელი გადის პანდემიიდან და შეზღუდვებზე საუბარიც კი ზედმეტია.

საქართველოში რაც ყველაზე მეტადაა საგანგაშო და რაზეც ყველამ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა – ესაა ჰიგიენა საავადმყოფოში და ავადმყოფის მოვლა – საავადმყოფო უნდა იყოს სრული ბარიერი ვირუსისთვის – იქ უნდა სუფევდეს უმკაცრესი ჰიგიენური რეჟიმი. საავადმყოფოს კარებში რომ შეხვალ, სხვა ქვეყანაში უნდა გეგონოს თავი, საავადმყოფოს ჰიგიენის და ავადმყოფის მოვლის საკითხი უმთავრესია, და მერე მოდის ვაქცინაციის საკითხი – იცით, რატომ? დღეს კორონაა, 2 წლის მერე შეიძლება სხვა ვირუსი იყოს, იმ საავადმყოფოში შენ ჰიგიენა და პაციენტის მოვლა ყოველთვის გჭირდება, ხან გექნება რაღაც ვირუსზე ვაქცინა და ხან არ გექნება, ამიტომაა ვაქცინა მეორე საფეხური. საავადმყოფოში რომ შედის ადამიანი, ის უნდა იყოს 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ იქ მისი ჯანმრთელობა საავადმყოფოს არაჰიგიენურობის გამო არ გაუარესდება. პერსონალისგან არ უნდა იღებდეს ვირუსს პაციენტი, მეორე სხვა პაციენტისგან არ უნდა მძიმდებოდეს. როცა რამდენიმე კორონიანს შეყრი ერთად, გამოკეტილში, ეს არის კატასტროფა, ყველა დამძიმდება, ახალგაზრდაც კი. გარდაცვალების კოეფიციენტი, შეიძლება, ისეთი მაღალი არ არის ჩვენთან, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან იღუპება ახალგაზრდა და ჯანმრთელი პაციენტიც, ასეთი ასაკის და ჯანმრთელი პაციენტი არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ იღუპება – ესაა ტრაგედია.  ამიტომ, ყველას გთხოვთ, ერთად ვისაუბროთ საავადმყოფოს ჰიგიენაზე და ავადმყოფის მოვლაზე მეტი და მეტად ხმამაღლა. გისურვებთ ჯანმრთელობას.

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved