• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

ალია ავტორი - ალია
13:59 09-18-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-12 ყოველწლიური ღონისძიების – ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბაზისბანკს საქართველოში „ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდო გადაეცა.

აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს, ADB-ის მიერ საქართველოში ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ბანკის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობის აღიარებას. შეფასების კრიტერიუმი ეფუძნება ADB-ის TSCFP-ის ფარგლებში ბანკის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობასა და მოცულობას.

„ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდოს მიღება ადასტურებს ბაზისბანკის მდგრად პოზიციებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით, ბანკის მაღალ სანდოობას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და მის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

„ბაზისბანკის აღიარება საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად, ასახავს ჩვენი თანამშრომლობის სიმტკიცესა და სტაბილურობას ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. ბაზისბანკი აქტიური და სანდო პარტნიორია საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსების მიწოდების მიმართულებით. იგი მხარს უჭერს ბაზარზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ადგილობრივი კომპანიების დაკავშირებას საერთაშორისო ბაზრებთან. ვულოცავთ ბაზისბანკს ამ მიღწევას და ვიმედოვნებთ ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაფართოებას მომავალ წლებში მდგრადი სავაჭრო ზრდის მხარდასაჭერად.“ – სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის“ ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკისგან „საქართველოში ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ასახავს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც ბაზისბანკმა საკუთარი სტრატეგიის განხორციელების პროცესში მიაღწია – სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კლიენტების მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით. ADB-სთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბიზნესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესების საქმიანობის წარმართვის გამარტივებას საერთაშორისო ბაზრებზე. მადლობას ვუხდით ADB-ს ამ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და კვლავაც განვაგრძობთ ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას, რათა უკეთ ვემსახუროთ კლიენტებს და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში“, – ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

ADB-ს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს პარტნიორ ბანკებს, რომელთაც ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების პროცესში.

 

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

თეგები: ბაზისბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved