• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემო ახლაგაზრდა კოლეგა, მუცელზე აწვენენ მას, ვისაც ჯდომაც არ შეუძლია, პაციენტი, რომელიც გედავება, საუკეთესო პაციენტია, იმიტომ რომ იცი, ასი პროცენტით არაა საჰოსპიტალე” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:52 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, ახალგაზრდა ექიმს, დათო კობერიძეს პასუხობს და წერს:

“ჩემო ახალგაზრდა კოლეგა

დათო

არ ვიცი, თუ რა მიზანი აქვს შენს პოსტს შენი თვალსაწიერიდან,

მაგრამ, მრავლისმეტყველი რომაა, ეს ფაქტია.

ახლაგაზრდა ხარ და გაგიზიარებ 27 წლიან გამოცდილებას.

პაციენტი, რომელსაც იმედი აქვს და ის არ ეწურება, საუკეთესო პაციენტია. როცა გედავება ან კოვიდის ან სიმსივნის სამტკიცზე, ის საუკეთესო პაციენტია.

ამ რამდენიმე დღის წინ მომწერა პაციენტმა, რომელმაც ,,კოვიდის გადატანის მერე ლეიკემია დამიდგინესო და ქიმიოთერაპიას მიწყებენო,, და კითხვის ქვეშ დააყენა….

მართალი აღმოჩნდა.

პოსტინფექციური გამოპათია ჰქონდა იმ ანალიზებითაც კი, რომლითაც ,,გადაწყდა ქიმიოთერაპია,, და რამდენიმე კვირის შემდეგ კონტროლის მერე ,,გაქრა,, ,,ლეიკემია,, დაურეკეს კლინიკიდან და უთხრეს, ,,უკვე არ გაქვსო,,.

პაციენტი, რომელიც გედავება, რომელიც ათას მიზეზს გეუბნება რომ ,,გაცივდა,, და ,,რომ ირბინა და გაოფლიანდა,, საუკეთესო პაციენტია, იმიტომ რომ იცი

ასი პროცენტით არაა საჰოსპიტალე.

სატურაცია თითიდან არაა განმსაზღვრელი იმისა, არის თუარა საჭირო ჰოსპიტალიზაცია, არამედ, გონება, წნევა და პულსი და სუნთქვის სიხშირე /რომელსაც შეუმჩნევლად ითვლი იმ დროს,როცა ვითომდა მაჯას უსინჯავ/.

დადებითი სწრაფი ტესტისას პისიარი ,,კიარ უნდა გავიკეთო?,, კიარა, აუცილებლად გასაკეთებელია.

გუშინდელ ჩემს პაციენტს, დადებითი სწრაფი ტესტი ჰქონდა და პისიარი უარყოფითია, ასეთებიც ხდება ხოლმე.

მაგრამ,

უმთავრესი კი მაინც სულ სხვაა.

უმთავრესია ის, თუ რატომ მოვიდა სიცხიანი სურდოიანი პაციენტი შენთან კლინიკაში, რატომ უნდა იცადოს მოსაცდელში სხვა ინფექციურებთან ერთად?

გასული წლის აპრილიდან ხომ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მოქნილი და ორკაციანი მოძრავი ჯგუფების, ასობით და ათასობით ასეთი ჯგუფის შექმნა შეუძლია 500 ლარიანი ექიმებით და უმუშევარი ტაქსისტებით ასე მდიდარ საქართველოს.

იცის მისი უბნის ცენტრალური ბიუროს ნომერი, დაურეკა და 15 წუთში მიხვალ შენ ან შენი მეგობარი, აუღებ ტესტს საკუთარ სახლში და იქნება მის გარემოსაც აუღო ეს ტესტი და ყველა კმაყოფილია.

ამასთან, სახლში და პაციენტთან მისული, ოჯახურ სიტუაციასაც შეაფასებ, არის თუარა შესაძლებელი ჰქონდეს საკუთარი ოთახი, იმასაც ჰკითხავ, აქვს თუარა ქალაქგარეთ და ბუნებაში სახლი, იქნებ ვინმე მეზობელს ან ნათესაცვს ჰქონდეს სოფლად და ბუნებაში ცარიელი ოდა და იქ გადაბარგდება. შენ კი, დაურეკავ იმ უბნის, იმ სოფლის ცენტრის ექიმს და 15 წუში მოუყვები ყველაფერს პაციენტზე, რომელიც ალბათ რამდენიმე საათში მისი პაციენტი იქნება.

ნუთუ ასე ძნელია ამ ყველაფრის გაკეთება და ორგანიზება.

და ისევ და ისევ,

უმთავრესი მაინც სულ სხვაა.

უმთავრესია ის ავადსახსენებელი ცეპაპი და მუცელზე წოლა.

ჩემო ახლაგაზრდა კოლეგა დათო, მუცელზე აწვენენ მას, ვინც ისე სუსტადაა, რომ ჯდომაც არ შეუძლია.

რამდენიმე წელი გავატარე ინტენსიურში და 2 წელი ვინინგის განყოფილებას ვკურირებდი, ანუ იმ ადამიანებს, რომელთაც ხანგრძლივი ინტუბაციიდან გამოყვანა ესაჭიროებათ.

არაა ადვილი მუცელზე წოლა და ცხვირპირზე, მთელ სახეზე აკრული ჰერმეტული მასკა. მითუმეტეს მაშინ არა, როცა ეს მასკები არაინდივიდუალურია, თვალებთან აპარებს და ჭავლით პირდაპირ კონინქტივაზე გიბერავს.

ყველაზე საშინელი კი მაინც ისაა, რომ გაქვს სივიწროვის, მილში გამომწყვდეულის გრძნობა, სუნთქვა უფრო გეკვრება.

ყველა ექიმს ვურჩევდი, საკუთარ თავზე გამოსცადოს ეს მასკა მუცელზე წოლით მდგომარეობაში.

არადა, გაცილებით უკეთ ეგუებიან პაციენტები მჯდომარე მდგომარეობაში, იდაყვები მაღალზე, რათა ფილტვის მოცულობა 50%ით გაიზარდოს, ფილტვის ქვედა ნაწილები უფრო განიავდეს.

უნდა სცადო.

უნდა სცადო ყველაფერი, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს.

გერმანიამ უკვე შემოიღო არა ინფექციის მაჩვენებელი, არამედ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი რეგულაციებისათვის.

გერმანიაში ახლაინფიცირებულთა 85%ს აუცრელები შეადგენენ. დიახ, დიდი ქვეყანაა გერმანია და სადღაც 20 მილიონამდეა აუცრელი.

ახალინფიცირებულ აუცრელთა ჰოსპიტალიზაციის ნიშნული არის 2%მდე, საერთო და ზოგადად 1,6% ინფიცირებულისა საჭიროებს საავადმოყოფოს და აქ ერთხელ მისვლაც შედის, არამარტო კვირეები წოლა.

გავიზიაროთ ნაწილობრივ მაინც მათ მიერ პაციენტთა მართვის გამოცდილება.

თუკი სისტემას ვერ ჩევცვლით გინდა 18 თვეში ვერა, ის ელემენტარული მოქნილობა მაინც ვისწავლოთ, რომ კოვიდიანს ესაჭიროება ექიმი, რომელიც მისთვის დასაყრდენია, შიშის გამქარვებელია და მრჩეველია.

ექიმი, რომელიც დაელაპარაკება, გინდაც შუღამე იყოს.

საქართველოს აქვს ამისი რესურსი და საქართველოს ათასობით რეზიდენტურის და უმცროსი ექიმი ჰყავს, უმეტესწილად გროშებად და ხშირად უფასოდაც მუშაობენ იმ სისტემისათვის, რომელმაც ვერ იმუშავა და ვერ გაამართლა.

აი ამას უნდა აღიარება და ესაა ექიმისათვის უპირველესად გასაპროტესტებელი.

და ბოლოს, ძალაინ მეგობრულად

ექიმის და პერსონალის ჰიგიენაა ძალიან მნიშვნელოვანი.

როცა კოვიდიანებთან გაქვს კონტაქტი, როცა ათეულობით კოვიდიანი მიდიმოდის შენს ირგვლივ სამსახურეობრივად, როცა მართვით სუნთქვაზე მყოფ კოვიდიანებთან გაქვს კონტაქტი

ყველაფერი გადამდებია

სულერთია ხარ აცრილი თუ გამოჯანმრთელებული

ხარ დატესტილი 3 წუთის წინ უარყოფითად თუ ერთი მილიონი ანტისხეული გაქვს

ყველაფერი გადამდებია

ეს აეროზოლური ვირუსია

ყველაფერს ეწებება და რამდენიმე წუთი მაინც აქტიურად უძლებს გარემოს

ყველაფრით გადაედება, თუკი ისეთ გარემოში ხარ, სადაც ბევრი კორონიანია

გადაედება ხელით, ხელთათმანით, მოხსნილი პირბადით, სხეული ყველა იმ ნაწილით, რომლის დაფარვაც აეროზოლისათვის შეუძლებელია.

გაითვალისწინე ეს ჩემო ახალგზარდა კოლეგა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაგიჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებზე ,,შელევა,, ადამიანისათვის არაა ადვილი.

თუ ექიმი ხარ და ხარ ინფექციურში, ინტენსიურში,

უნდა შეელიო”

“ხედავ პაციენტის სიცოცხლეჩამქრალ თვალებს… როგორ იბრძვიან ექიმები და… როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს” – ექიმი
თეგები: დათო კობერიძეიაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved