• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ჯერ ჩვენებას აწერს ხელს და მერე ამბობს, რომ არ იცის რას მოაწერა ხელი – საქმის სკანდალური “ეთიკა”

ალია ავტორი - ალია
19:27 09-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა სუსის ყოფილი თანამშრომლის ჩვენებაზე.

მისივე თქმით, სუს-ის ყოფილ თანამშრომელს თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტი მეხსიერების ბარათის გადაცემას უკავშირდებოდა და აღნიშნული პირი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეა.

„ე.წ. ფლეშკის გადაცემა. რა ახლავს ფლეშკაზე თან, ამას საგამოძიებო მოქმედებები დაადგენენ. არსებითი და ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა. სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა, არაერთხელ ჩანს ძალოვანი სტრუქტურები ამ საქმეში. ჩანს, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად გამზადებული ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს”

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, ხელმოწერილი!

რამიშვილმა აღნიშნული პირის, მისი ოჯახის წევრებისა და საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად საქართველოში მყოფ ყველა ელჩს მიმართა.

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მსჯავრდებულია, დღეს აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილს “ადამიანური დახმარების მიზნით” მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზა და საუბრობს არაკოლეგიალობაზე. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პატიმრის ადვოკატმა დავით ხარატმა განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, მიაწოდა ინფორმაცია მიხეილ რამიშვილს (ცნობის სახით და არა ჩვენების) და ადვოკატმა რამიშვილმა მისი თანხმობის გარეშე მიიტანა მისი ჩვენება პროკურატურაში. ადვოკატი ციტირებს მისი კლიენტის, სუსის ყოფილი თანამშრომლის სიტყვებს: – “ხელი რაზე მომაწერინა, არ წამიკითხავსო!”

მიხეილ რამიშვილმა სუსის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება ჩაიწერა 3 აგვისტოს, როცა ექსპერტიზისთვის ყველა ნიმუში იყო აღებული. რა შეიძლებოდა სცოდნოდა ექსპერტიზის ჩატარებაზე ისეთი, სუსის ყოფილ თანამშრომელს და რატომ თვლიდა ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არასწორად ჩაატარებდა ექსპერტიზას – ამაზე ადვოკატს არ უსაუბრია.

როგორ მოხდა, რომ სუსის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ექსპერტიზის ჩატარების ექსპერტიც ყოფილა, ისე მოაწერა ხელი ნაწერს, რომ არ წაიკითხა? როდის იყო, უბრალოდ, ცნობის სახით მიცემულ ინფორმაციას ხელს აწერდნენ? რომელი ინკოგნიტო რესპოდენტი მოგვიწერს ხელს ჩვენებაზე, თუ გასაჯაროება არ სურს?

სუსის ყოფილმა თანამშრომელმა ჩვენებაზე ხელი მოაწერა, გამოატანა მისი ხელმოწერილი ჩვენება რამიშვილს და ახლა კოლეგიალობაზე და ადვოკატის ეთიკაზე საუბრობენ – უკაცრავად, 22 წლის გოგოა გარდაცვლილი, რა კოლეგიალობა? ასეთ საქმეში ორი ეთიკაა სულ – სიმართლე და სამძიმრის თქმა!

“ალია” არაერთ ადვოკატს დაუკავშირდა კითხვით, როცა მოწმე გაძლევთ ჩვენებას, ხელმოწერილს, როდის გაქვთ მისი გამოყენების უფლება? – პასუხი ერთია – როცა საჭიროდ მივიჩნევთ, ხოდა, როცა საჭიროდ მიიჩნია, გამოიყენა.

რა კოლეგიალობა და რის ადვოკატის ეთიკა, ბატონებო, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მისცა თქვენმა კლიენტმა ადვოკატს და ხელი მოუწერა, დიდი ხანია ამ ქვეყანაში დანაშაულის დაფარვა აღარ არის დასჯადი? – კი, მართალია ხართ, დიდი ხანია! მხოლოდ ერთეულები ისჯებიან ამ მუხლით!

მეტისმეტი მოგდით, ბატონო სუს-ო და ბატონო პროკურატურა, ჯერ იყო და ინფორმაცია, რომლის ავთენტურობაზეც თავს არავინ დებს მტკიცებულებაა და ტელეფონს ამოვიღებო, ახლა კიდევ, ჩვენება მტკიცებულება არ არისო? მეტისმეტი მოგდით!

სუს-ის ის სამი მანქანაც არ დაგვვიწყებია, ბაჩალიაშვილის მანქანას რომ შემთხვევით, აი, სულ შემთხვევით მიჰყვებოდნენ უკან.

ის მოწმეც გვახსოვს, ჩანაწერიც გვაქვს ნანახი და შენახული, მწყემსები რომ ყვებიან, ყოველ დღე ამ გზით დავდივართ და ეს დღეები ბაჩალიაშვილის მანქანა არ იდგაო!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved