ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, თქვით რამე, თუ ელოდებით რომ ალ-ქაიდა აიღებს პასუხისმგებლობას?
ოცნების საარჩევნო სლოგანი- ჩემი მერი ჩემი უსაფრთხოებაა!
მთელი დღეა სუსის ფაილებზე მიდის საუბარი. მთავარი არავის გითქვამთ. დაშიფრული აგენტურის სიები ეთერიდან ეთერებში ფრიალებს. სხვა ქვეყნების სპეც სამსახურები ისევ არსებობენ . ჩვენ კი სახელმწიფო აღარ გვაქვს. ვინ ვისთან წვება და ვინ ვისთან დგება მეასე ხარისხოვანია იმასთან შედარებით რაც ახლა გვჭირს.”
კომენტარები