• რეკლამა
  • კონტაქტი
21:41, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სუროგაციით გაჩენილი ბავშვებით ვაჭრობენ, ახდენენ სექსუალურ ექსპლუატაციას, აწამებენ” – რა საზარელ ფაქტებს ფლობს მინისტრი და როდის დაკითხავს მას შსს და სუს-ი?

ალია ავტორი - ალია
16:20 08-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს ცვლილებას, რომელიც თეა წულუკიანის ბრძანებაში შევიდა და რომლის მიხედვითაც, წყვილი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობას 1-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს.

როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ბრძანება სუროგაციას ეხება და არა In Vitro-ს, ხელოვნურ განაყოფიერებას, რამდენიმე მედიაში კი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა:

“სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ. სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან.

ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება (სუროგატი დედა). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან”

ამ დროიდან იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და მოახდინოს იმის პრევენცია, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს..”

წულუკიანი ასევე აღნიშნავს თავის განცხადებაში, რომ ქორწინების მოწმობა, იმის გარანტია იქნება, რომ წყვილი აპირებს გრძელვადიან პერიოდში ბავშვზე ზრუნვას.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, 11 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქართველოში, მეუღლესთან ქორწინებაში მყოფი მამაკაცი დააკავეს!

მინისტრი იმას გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, სუროგაციით გაჩენილი ბავშვები, საქართველოდან მიჰყავთ და იყენებენ ვაჭრობისთვის, მასზე ახდენენ სექსუალურ ექსპლუატაციას, აწამებენ, არადამიანურად ეპყრობიან – უკაცრავად, ამ დანაშაულს ვებრძვით მხოლოდ ქორწინების მოწმობით? – და ფიქტიური ქორწინების მოწმობას ვერ წარადგენენ? ან, ქორწინებაში მყოფ პირებს ვერ გამოიყენებენ ბავშვების გასაყვანად ქვეყნიდან? როგორ წარმოუდგენია მინისტრს ამ დანაშაულის ქორწინების მოწმობით აღკვეთა?

მეტიც მინისტრი ამბობს, რომ “ახალშობილები რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გახდნენ ვაჭრობის მსხვერპლი და სწორედ ამითია დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია”!

მინისტრო, საქმე ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვებზე სექსუალურ ექსპლუატაციას, ბავშვების წამებას – დაასახელეთ ეს “ზოგიერთი ორგანიზაცია” ღიად, ვის უფრთხილდებით? რისი გეშინიათ?

კარგი, ისიც რომ დავუშვათ, რომ ქორწინების მოწმობით თავიდან ავირიდებთ ბავშვების წამებას და ბავშვებით ვაჭრობას – იმ ბავშვებმა რა ჰქნან, რომლებიც, როგორც თქვენ გქონიათ ინფორმაცია, უკვე სექსეალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან?

უკაცრავად, იცით, რომ მსგავსი დანაშაულებები ხდება, ფაქტები გაქვთ და ძალოვანი სისტემა რას აკეთებს? იმედია, იუსტიციის მინისტრი შესაფერის ფაქტებს წარუდგენს შსს-ს და სუს-ს.

თუ ასეთი ფაქტები გაქვთ მინისტრო და არ გისმენთ სახელმწიფო ძალოვანი უწყებები, თუ ამ ფაქტების გასაჯაროებით თქვენ შეგექმნებათ საფრთხე, მობრძანდით, მოგვაწოდეთ, ჩვენ გავბედავთ მის გასაჯაროებას ისე, რომ თქვენ თანამდებობას საფრთხე არ შეექმნება.

თუ მინისტრი არ გაასაჯაროებს ფაქტებს, რომლებიც “ზოგიერთ ორგანიზაციაზე” აქვს, ან შსს-ს და სუს-ს არ მიაწოდებს ინფორმაციას, კატეგორიულად მოვითხოვთ ქვეყნის ძალოვანი უწყებებისგან, დაიკითხოს იუსტიციის მინისტრი და გასცეს ყველა ინფორმაცია, რომელი “ზოგიერთი ორგანიზაცია” ჰყიდის საქართველოდან ბავშვებს საწამებლად!

მე არ ვიცი, რა სასჯელია საჯარო პირისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, მაგრამ ერთი ვიცი, 21-ე საუკუნეში, მინისტრი, რომელიც მეუბნება, რომ იცის ორგანიზაციები, რომლებიც მისი ქვეყნიდან ჰყიდიან ბავშვებს და ამ ბავშვებს მერე აწამებენ – ორგანიზაციებსაც უნდა მისახელებდეს, ან ნებით, ან ძალოვანი უწყებების და სასამართლოს ძალით!

ალია

თეგები: ვახტანგ გომელაურითეა წულუკიანისუსიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved