• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

ალია ავტორი - ალია
12:21 04-24-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

Punchline Profit – ასე ჰქვია საქართველოში შექმნილ პირველ YouTube ბიზნესფორმატს, რომელიც სულ მალე, YouTube-ის პლატფორმაზეგამოჩნდება. ბიზნესშოუ სრულიად ახალ მიდგომას ეფუძნება და ბიზნესების გამოწვევებს, სირთულეებსა და შიშებს გულწრფელი დიალოგითა და იუმორის საშუალებით განიხილავს.

ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი – Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.

Punchline Profit-ის ეპიზოდების ნახვა, საინტერესო წამყვანებითა და სტუმრებით (რომელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი), თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი. თითოეული ეპიზოდი სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს:

  • დისკუსია – წამყვანები და მოწვეული თანაწამყვანები ბიზნესთემებზე საკუთარ გამოცდილებასა და სახალისო ისტორიებს გააზიარებენ;
    ● ბიზნესთერაპია – ბიზნესის წარმომადგენლები შოუში საკუთარ რეალურ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პრობლემის გაანალიზება, მათ შორის იუმორის გამოყენებით;
    ● გამოსავლის ძიება – შოუს მონაწილე ბიზნესები, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, არაფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ – იქნება ეს შესაბამისი კონტაქტები, ექსპერტიზა თუ სხვადასხვა სახის შესაძლებლობა.

„დღევანდელ რეალობაში, უამრავ ბიზნესპროფესიონალს აქვს კონკრეტული გამოწვევა ან საჭიროება, თუმცა არ იცის, სად დასვას კითხვა, ვის სთხოვოს რჩევა ან სად მიიღოს მხარდაჭერა. ამასთანავე, წარმატებული ისტორიების დომინირებამ სირთულეებზე საუბარი თითქოს უხერხული გახადა. Punchline Profit არღვევს ამ სტერეოტიპს და ქმნის ახალ მიდგომას: ბიზნესის გამოწვევების განხილვა იუმორისა და გულწრფელი დიალოგის საშუალებით, სადაც თითოეულ ეპიზოდში მეწარმეები ღიად საუბრობენ რეალურ პრობლემებზე, შეცდომებზე, შიშზე, თავისუფლად სვამენ კითხვებს, ეძებენ მხარდაჭერას, აზიარებენ გამოცდილებას და დიალოგის რეჟიმში, წამყვანებისგან იღებენ უკუკავშირს“, – დავით ბაღაშვილი, Shark Media-ს დამფუძნებელი.

„თიბისი ბიზნესი ბიზნესების ნომერ პირველი მხარდამჭერია, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე – იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ წარმატების ისტორიები. ბიზნესის გზა ხშირად სირთულეებით არის სავსე. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა – საკუთარი საქმის, მიზნებისა და პარტნიორების. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს რწმენა ბიზნესებში და მათ მეტი თავდაჯერებულობა შევძინოთ. რამდენად რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოცემული მომენტი, მთავარია, დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატება გზაშია”, – ნათია პაჭიკაშვილი, თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი.

“Visa აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ბიზნესეკოსისტემის განვითარებას. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ ქართულ ბიზნესს და ვქმნით დინამიკურ პლატფორმას საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. პროექტი თავისი შემოქმედებითი ფორმატით მეწარმეთა განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მიხარია, რომ Visa ამ ახალი და საინტერესო ინიციატივის ნაწილია”, – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

Punchline Profit-ის ეპიზოდების და კონტენტის ნახვა, YouTube-ის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი, მათ შორის: Facebook-ზე, Instagram-ზე LinkedIn-სა და TikTok-ზე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved