• რეკლამა
  • კონტაქტი
13:33, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

„გორგია აკადემიის“ მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და ტიპის სამუშაოების შესრულებას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეების დეკორატიული მცენარეების მიმართულებით

ალია ავტორი - ალია
13:07 04-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

21 სექტემბერს, 14.00 საათზე, არკადია საქართველოს სასახლეში (მის. ბოჭორმის ქ 21) გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და კომპანიას გორგიას შორის ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კერძო ფონდსა და კომპანიას შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობას და დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნასა და განვითარებას საქართველოში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

ღონისძიებას დაესწრო განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის კოორდინატორი ანა შენგელია, პარტნიორები და ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის შემუშავებას, პრაქტიკული სწავლების კომპონენტის გაძლიერებას და სფეროში მოთხოვნადი პროფესიული უნარების განვითარებას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს დეკორატიული მცენარეების სისტემატიკისა და კლასიფიკაციის საფუძვლებს, სამუშაო გარემოს სწორ ორგანიზებას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მონაწილეები ასევე შეისწავლიან შიდა და გარე სივრცეებში დეკორატიული მცენარეების დარგვასა და მოვლას.

„გორგია აკადემიის“ მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და ტიპის სამუშაოების შესრულებას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეების დეკორატიული მცენარეების მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 9-კვირიან კურსს. სწავლა დაფინანსდება 100%-იანი სტიპენდიით. პროგრამა განხორციელდება 2 სასწავლო ჯგუფად.

მიღება გამოცხადდება აპრილის ბოლოს, ხოლო სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის მაისში.

ინიციატივა წარმოადგენს განათლებისა და ბიზნესის ეფექტიანი პარტნიორობის მაგალითს და ხელს შეუწყობს დეკორატიული მებაღეობის სფეროს მდგრად განვითარებას საქართველოში

გპფ ერთ-ერთი პირველი კერძო ფონდია საქართველოში, რომელიც 2017 წლიდან საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს. ფონდის ფილანთროპია 6,5 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო მისი ჩართულობით საქართველოში უკვე 65-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელმაც 2024 წელს „გორგია აკადემია“ შექმნა. მას უკვე 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემიაში ხელმისაწვდომია 7 სასწავლო კურსი, საქართველოში სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. კურსდამთავრებულს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

(R)

თეგები: გორგიაგუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved