• რეკლამა
  • კონტაქტი
12:13, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სულხან მოლაშვილი – 53 ის გახდებოდა სააკაშვილის რეჟიმს რომ არ ეწამებინა“ – რას იხსენებს ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
22:29 11-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„სულხან მოლაშვილი – 53 ის გახდებოდა სააკაშვილის რეჟიმს რომ არ ეწამებინა
დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ არა სააკაშვილის რეჟიმის ჯურღმულებში მიღებული ფიზიკური და სულიერი წამება, დღეს სულხანი ჩვენს გვერდით იქნებოდა და ისევ იბრძოლებდა სიმართლისა და სამართლიანობისთვის.
განგებამ ისე ინება, რომ მე მოვახერხე პირველად ნაწამებ სულხანთან შეხვედრა, მისი წამების კვალის ფოტოების გამოტანა სააკაშვილის ციხის ჯურღმულებიდან. მერე ჩემი თხოვნით მაია ნიკოლეიშვილი ელენე თევდორაძე და იმ დროს საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარი მათიას იორშიც შეხვდნენ სულხანს იმ ჯურღმულში და გაოგნებულები და უკიდურესად დათრგუნულები გამოვიდნენ საკანში შუქი და წყალიც არ ქონდა სულხანს. მხოლოდ რკინის ასაკეცი ნარი იყო, რომელსაც დილიდან აუკეცავდნენ და დაღამებამდე მხოლოდ ბეტონის იატაკზე შეეძლო დაჯდომა.
მერე ბევრი ვიბრძოლეთ სულხანის გადასარჩენად, ოჯახმას, უფლებადამცველებმაც, საერთაშორისო ინსტიტუტებმაც, მოხერხდა კიდეც მისი ცოცხალი დახსნა სააკაშვილის ჯურღმულებიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ მიღებული ფიზიკური ტრავმები განუკურნებელი აღმოჩნდა და ის გათავისუფლების შემდეგ, უმაღლესი დონის სამედიცინო ჩარევების მიუხედავად, მალევე გარდაიცვალა, რადგან ციხის ჯურღმულებში მიღებული ავადმყოფობები განუკურნებელი აღმოჩნდა.
სულხან მოლაშვილი ფაქტობრივად პირველი გახმაურებული და ნაწამები პოლიტპატიმარი იყო, რომელიც არ შეეპუა სადისტურ რეჟიმს, დემოკრატიის, კორუფციასთან მებრძოლის იმიჯის მქონე ნაციონალების ბელადის მხილება მან ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო, როდესაც კონტროლის პალატის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში სააკაშვილის კორუფციული სქემები გაშიფრა და ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სულ მალე, სწორედ სულხან მოლაშვილის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დილეგში გამოკეტა სწორედ კორუფციის ბრალდებით თავად კორუფციაში მისგან მხილებულმა სააკაშვილმა.
საბოლოო ჯამში სულხანი შეეწირა ბოროტებასთან ბრძოლას, მაგრამ მაინც დაამარცხა სადისტური რეჟიმი. ცალკე ოჯახის დარდი კლავდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და მრავალი ზეწოლის მიუხედავად, არ გამოიტანა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოდან, და იქაც დაამარცხა სააკაშვილი. თავისი მაგალითის გახმაურებით სულხანმა ბევრი სხვა პატიმარი იხსნა სიკვდილისაგან.
დღეს სააკაშვილს თავისი ცოდვები მოეკითხება, თურმე რეალობასთან შეუგუებლობა სჭირს და კომფორტულ გარემოშიც კი არ შეუძლია სამართლიანი და თანაც, ძალიან ლმობიერი სასჯელის მოხდა. მაშ რაღა უნდა ეთქვა სულხანს და მის მსგავსად ათასობით სხვა პატიმარს, რომელიც უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს სადისტურ პირობებში, რის შედეგადაც ბევრი გარდაიცვალა და ბევრიც დაინვალიდდა.
დაბადების დღეს გილოცავ სულხან, შენც შეგეფერება ვაჟა-ფშაველას სიტყვები, რომ „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“.
თეგები: ნანა კაკაბაძესულხან მოლაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved