• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სულ ვამბობ: ნეტავი ივანიშვილს ჰყავდეს გვერდით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ნიკა მელიაა-მეთქი – გივი სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
19:28 06-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

მსახიობი გივი სიხარულიძე, ჟურნალი “გზასთან” ამბობს:


მე არც ამ მთავრობის მომხრე ვარ და არც – ოპოზიციის, მაგრამ ვეთაყვანები ყველას, ვინც ქართულ საქმეს ემსახურება. ერთადერთი, ვინც დღეს მომწონს და ჩემთვის მისაღებია, ეს არის ვარლამ გოლეთიანი – რიონის ხეობის მცველთა აქციების ხელმძღვანელი. რომ ვაკვირდები, თავისი ქცევითა და თვისებებით, მერაბ კოსტავას მაგონებს. მეც გავიდოდი მათ აქციებზე და გვერდში დავუდგებოდი, მაგრამ იცით, რა მაბრკოლებს? – რიონის მცველების უკან ისეთ ხალხს ვხედავ, რომელიც საშინლად არ მომწონს.

როგორ მომეწონება ვიღაც სულგაყიდული ხალხი, როცა ჩემი იდეალი მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე იყვნენ და არიან? ორივე ავარიაში მოყვა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ორივე საქართველოს მტრებმა მოკლეს. სწორედ ასეთი – სუფთა და ეროვნული სულის მქონე ბიჭი ჩანს გოლეთიანი და ეს ძალიან მახარებს. მისი დედაც ძალიან მომწონს – ნამდვილი ქართველი ქალი, რომელიც შვილისთვის თავსაც კი გაწირავს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს საქმეს უფუჭებენ მედროვე, ჩამორჩენილი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებსაც თავისი ჯიბის და კეთილდღეობის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებთ. რიონის ხეობის მცველები ნამდვილი ვაჟკაცები არიან, მაგრამ ასეთი საეჭვო ხალხი მათ საქმეს აზიანებს.

პიროვნულად ლევან ვასაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ადამიანი ფუფუნებაში ცხოვრობს, მილიონერია ან მილიარდერი, ის ჩვენს სამშობლოს ვერ გამოადგება. საქართველოს ვერ გამოადგება კაცი, რომელიც თავის მილიონებზე ან მილიარდებზე ფიქრობს. გულახდილად გეტყვით, მე არც ერთი მდიდარი კაცის არ მჯერა. ადამიანი ფულის გემოს რომ გაიგებს და დიდ ქონებას დააგროვებს, მერე საქვეყნო საქმეზე ვეღარ იზრუნებს.


მე სულ ვამბობ: ნეტავი ივანიშვილს ჰყავდეს გვერდით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ნიკა მელიაა-მეთქი. მომწონს მისი ვაჟკაცური ხასიათი, შემართება და შეუპოვრობა, მაგრამ გავიხედავ და, ისეთი ხალხის გვერდითაა, რომ გული მიცრუვდება. იცით, რა დღეში ვარ? – მინდა ქართულ პოლიტიკაში ვიღაცის მჯეროდეს, ვიღაცას ვენდობოდე, მაგრამ უცბად ისეთი ხალხის გვერდით დავინახავ, ვფიქრობ – ამას როგორ უნდა ვენდო-მეთქი?! ნიკა მელიაც, ვაჟკაცური სულის კაცია, მაგრამ მისი გარემოცვა არ მომწონს.

დიდ პატივს ვცემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და იცით, რატომ? – ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი რომ არ დაუჭირა და კანონს ხელი არ მოაწერა. რამდენიმე წლის წინ, ამას მისი თანამდებობაც შეეწირა. ამ ამბის შემდეგ, ღარიბაშვილს ძალიან ვაფასებ.

ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ: მოღალატე ქართველების წყალობით ეროვნული ღირსებაც წართმეული გვაქვს. ხალხი დაიღალა ამდენი მატყუარა პოლიტიკოსის ლაპარაკით, მაგრამ ერთი რამ ვიცი: ჩემი ერი არ გადაშენდება. გოლეთიანისნაირი ვაჟკაცები კიდევ გამოჩნდებიან – ვაჟკაცები, ვისაც საქართველო მართლა უყვარს და რუსთაველზე, ვაკეში ან ვერაზე კი არ არის დაბადებული, არამედ რეგიონში – ღრმა სოფლებში… იქ უფრო ხშირად ცხოვრობენ ნაღდი პატრიოტები, რომლებიც პატიოსან, წესიერ ოჯახებში იზრდებიან. ვითომ “სვეცკი” ოჯახში მცხოვრები და “სვეცკი” დედის გაზრდილი შვილები საქართველოს არ გამოადგება.

მარტო მთავრობაში კი არა, გახედეთ ოპოზიციის წევრებს ან რა სახლები აქვთ, ან როგორ ცხოვრობენ. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი სამშობლო ყველამ გაძარცვა – როგორც პოზიციამ, ასევე – ოპოზიციამ. ძალიან მაინტერესებს, ამ ხალხს ვინ აფინანსებს? – ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას იმხელა დაფინანსება აქვს, ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება. ქაჯების ქვეყანაში ხომ არ ვცხოვრობთ? – ყველამ ყველაფერი იცის და ადრე თუ გვიან, ყველას მოეკითხება თავისი საზიზღარი ქმედებების გამო. კიდევ გავიმეორებ: ნამდვილი ქართველი პოლიტიკოსები აუცილებლად გამოჩნდებიან და ჩვენს ქვეყანას ამ ნაძირალებისგან დაიხსნიან. საქართველომ მიზანს რომ მიაღწიოს, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის უფლებები უნდა აღდგეს. ნამდვილი ლიდერი რომ გამოჩნდეს, ჯერ ერი უნდა იყოს ღირსეული, უღირსი ერი კარგ ლიდერს და წინამძღოლს ვერ წარმოშობს. დიახ, დღეს ჩვენი ქვეყანა სიკვდილის პირასაა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ლომგული ბიჭები, რომლებიც საქართველოს გადაარჩენენ და ამ გასივებულ ბურჟუებს, რომლებმაც ჩემი ქვეყნის ქონება შეჭამეს, თავის ადგილს მიუჩენენ.

წყარო – ჟურნალი “გზა”

თეგები: გივი სიხარულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved