• რეკლამა
  • კონტაქტი
17:25, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
19:31 09-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
451

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთიკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

,,პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი ასე მეორე კლასში. მასე მერე ეგრე მოეწყო, რომ სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა.

მოკლედ დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარუბულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.

სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე – მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი – მგონი ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა მოკლედ.

-რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? – მკითხა ბაბუამ – ორიანი მიიღე?

-ვარესი – ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.

-ერთიანი? – მკითხა თენგულიამ.

-თეონა დამშორდა! – აღმომხდა მე, არადა – ,,ერთიანი არ არსებობს” – თქმას ვაპირებდი.

-რეიზა? – მკითხა ორივემ.

-არ ვიცი! – ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.

-მაი აფერი! – თქვა შაქრომ – ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? – თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.

-ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა – განაგრძნო ბაბუამ – ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა – წარმეიდგინდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.

-მალადეც ჰემინგუეი! – თქვა თენგულიამ.

ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათადად დარჩენა გადაწყვიტა.

-სადაა ომი? – ვიკითხე მე, უკვე მზადყოფნმა წასასვლელად.

-ომი ყველგანაა! – მიპასუხა ბაბუაჩემმა.

-მაი, რაფერ? – დაინტერესდა თენგულია და მგონი ჩერჩილიც.

-იმფერ – თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა – ომი არის ყველგან! ომს იპოვი – მთავარია წახვიდე!

მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved