• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუდია მონიტორი: პროკურატურამ, სუსის შენობიდან 500 მეტრში მდებარე ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა

ალია ავტორი - ალია
18:15 03-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,390

გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა – ამის შესახებ ინფორმაციას “სტუდია მონიტორი” ავრცელებს.

როგორც “სტუდია მონიტორი” წერს, საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა.

პროკურატურამ აღნიშნულს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს დაწყებული, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

  • შეგახსენებთ, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის საქმიანობის გამოაშკარავება საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლცენტრს მართავს კომპანია A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სუს-ის შენობიდან 500 მეტრში მდებარეობს. მათ დამატებითი ოფისი აქვთ ასევე შარტავას ქუჩაზეც.

ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას 6 ათასზე მეტი პენსიონერისგან 35 მილიონი დოლარი აქვს მოპარული.

A.K. Group-ის მფლობელი 36 წლი მერი შოთაძეა. საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრის – აკაკი ქევხიშვილის ვინაობა დაადგინეს და მასალები პროკუტურასაც გადასცეს. ირკვევა, რომ თუ აქამდე 33 წლის ქევხიშვილი არაფერს ფლობდა, ბოლო პერიოდში მისი დედის სახელზე უკვე 2 მლნ-ზე მეტი ქონებაა გაფორმებული. 

“აი ფაქტის” მკვლევარი ია ასათიანი ამბობდა, რომ აღნიშნულ ქოცენტრებს მფარველი ჰყავს:

ქოლცენტრები არის ძალიან ღია ადგილებში. ისინი არიან სუსის შენობის, თბილისის მერიის გვერდით და იქიდან ახერხებდნენ ევროპელი, ამერიკელი, კანადელი პენსიონეტრების დანაზოგის მოპარვას. ამას აკეთდბენენ წლების განმავლობაში და ძალიან უცნაურია, როგორ არავინ იცოდა მათი საქმიანობის შესახებ. ეს ადამიანები მინიმუმ 35 მლნ დოლარის მოპარვაზე არიან პასუხისმგებელნი. რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვი, რომ ეს ქოლცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდუალური ქოლცენტრი, რომელიც აკაკი ქევხიშვილმა გადაწყვიტა, რომ გაემართა და აემუშავებინა, რადგან ამ ქოლცენტრს სჭირდება ძალიან დიდი რესურსი, ცოდნა, როგორ აამუშავო, როგორ იმუშავო მასზე, სჭირდება კონკრეტული დანადგარები. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ვიღაც იქნება. ჩვენ პროკურატურას მივმართეთ 15 თებერვალს, გავუგზავნეთ ეს ინფორმაციები, გავაგზავნეთ კითხვები. თავად „ეიქეი ჯგუფი“ მინიმუმ, 3 წელია ოპერირებს. როგორ შეუძლიათ, ამ კომპანიებს იმუშაონ, ფული მოიპარონ და ამის შესახებ არ ჰქონდეთ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved