• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სწორედ ამიტომაც ისმის იარაღისა და მუქარის ენა პეკინიდან…” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:21 07-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
386
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
სიტუაცია იცვლება შორეულ აღმოსავლეთში. აგვისტოში ტაივანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩადის. ეს ოფიციალური ტაიპეისათვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის გამოხატულებაა, მაგრამ ჩინეთის მხრიდან აღქმულია, როგორც ღია პროვოკაცია. სწორედ ამიტომაც ისმის იარაღისა და მუქარის ენა პეკინიდან, რის გამოც ახლა აშშ-ს მხრიდან ვიზიტის გაუქმების შანსი მცირდება წმინდად რეპუტაციული საფრთხეების გამო.
ტაივანი ოფიციალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. მისი მთავრობა ბოლო წლებამდე პოზიციონირებდა, როგორც ჩინეთის ოფიციალური, რეალური მთავრობა, ხოლო კომუნისტები, როგორც უზურპატორები. ტაივანის ოფიციალური სახელია ჩინეთის რესპუბლიკა. კიდევ ერთხელ, ტაივანის ხელისუფლება პრაქტიკულად ექვსი ათწლეულის განმავლობაში ამბობდა რომ პეკინის მთავრობა იყო არალეგიტიმური და სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ნამდვილ ჩინეთს. ეს კი ფაქტობრივი დამოუკიდებლობის ტოლფასი იყო, რადგან პეკინი ტაივანის კონტროლს 1950 წლიდან ვეღარ ახორციელებს, მას შემდეგ რაც 1949 წელს ჩინეთის ნაციონალისტური მთავრობა ჩან კაიშის ლიდერობით კომუნისტებთან, ანუ მაო ძედუნთან დამარცხდა და ტაივანზე გაქცევა მოუწია. კომუნისტების ყველა მცდელობა აეღოთ ტაივანი წარუმატებლად დასრულდა, რადგან აშშ მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. შესაბამისად, 1950 წლიდან ტაივანი არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა დეიურედ ანუ სამართლებრივად, ეს ნაბიჯი არ გადადგმულა. ბოლო წლებში რეალურად დაიწყო ტაივანის მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტის მხრიდან დამოუკიდებლობაზე აპელირება. რიტორიკა შეიცვალა: – ტაივანი არის არა ჩინეთის ლეგიტიმური და ანტიკომუნისტური მთავრობის ადგილსამყოფელი, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო.
არსებობენ სახელმწიფოები (მათ შორის 1970-ანი წლების შუამდე აშშ), რომლებიც ტაივანში მყოფ ხელისუფლებას აღიარებენ როგორც ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ამავდროულად არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურ პეკინთან, მაგრამ ეს არაა მთავარი, მნიშვნელოვანია ის, რომ დღემდე მთელი დასავლური სამყარო დეფაქტოდ აღიარებს ტაივანს, როგორც ფუნქციურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს კი ჩინეთისათვის მიუღებელია და მის რეგიონულ თუ გლობალურ ამბიციებს არყევს.
სწორედ ამ პირობებში ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ბოლო დეკადაა აქტიურად ემზადება კუნძულზე შეჭრისა და მისი დაკავებისათვის. რა თქმა უნდა, წარუმატებლობის რისკი ძალიან დიდია, მაგრამ ტაივანის დაცემის შემთხვევაში ჩინური დომინაცია შორეულ აღმოსავლეთში აბსოლუტურთან მიახლოებული გახდება.
ახლა, როდესაც ნენსი პელოსი ტაივანში ჩადის ჩინეთმა მუქარა დაიწყო. ამ ფონზე აშშ-ს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილმა განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს სპიკერის დაცვას და ამისათვის ავიამზიდისა და საზღვაო ესკადრილიის ამ მიმართულებით – ტაივანისაკენ – გადასროლა მოხდება.
რეალურად, ტაივანის ირგვლივ სიტუაცია სამი გარემოების ირგვლივ ტრიალებს:
1. ჩინეთში წელს შემოდგომაზე კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესი იმართება, რომელმაც ცენტრალური კომიტეტის წევრები უნდა აირჩიონ. ამ უკანასკნელებმა კი პოლიტბიუროს წარმომადგენლები. რეალურად, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი სი ძინ პინი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად (რომელიც ჯერ კიდევ არასტაბილურია) მზადაა სამხედრო რიტორიკას მოუხმოს ან უფრო რისკიანადაც კი იმოქმედოს;
2. “სტრატეგიული ორაზროვნება” – ასე ეწოდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ მიდგომას ტაივანის დაცვასთან დაკავშირებით, რეალურად კი ნიშნავს, არაპროგნოზირებადობას, ანუ არავინ იცის დაიცავს თუ არა ვაშინგტონი ტაივანს ჩინური აგრესიის შემთხვევაში. ეს რამდენადაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ბერკეტია ჩინური აგრესიის წინააღმდეგ, იმდენად არასაიმედოა, რადგან რეალურად არავინ იცის თუ რა მოხდება თუკი პეკინი შეტევაზე გადავა.
3. ტაივანი მხოლოდ ერთი კუნძული არ არის. მაგალითად კუნძული კინმენი, რომელსაც ტაივანის მთავრობა აკონტროლებს, ჩინეთიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გაურკვეველია თუ რა მოხდება თუკი ჩინური სამხედრო ნაწილები კინმენს შეუტევენ. დიახ, შეიძლება აშშ-მ დაიცვას უშუალოდ ტაივანი, მაგრამ მის კუნძულებს რა ბედი ეწევა არავინ უწყის. მცირე გამარჯვება ჩინეთის მხრიდან კი მაინც გამარჯვებაა.
იმაზე არავინ დავობს, რომ ტაივანს ძალიან კარგი სამხედრო ძალები ჰყავს და სულაც არაა გამორიცხული, რომ ეფექტური მხარდაჭერის შემთხვევაში ჩინური აგრესიის მოგერიებაც კი შეძლონ, მაგრამ ჩინეთის მხრიდან შეტევა მთლიანად შეცვლის გეოპოლიტიკურ რეალობას შორეულ აზიაში და ევროპიდან ამ მიმართულებით გადაიწევს ფოკუსი.
პეკინი დიდი ინტერესით აკვირდებოდა და აკვირდება რუსეთის შეტევას უკრაინაზე. თუკი დაეცემოდა კიევი ჩინეთის მხრიდან ტაივანის მიმართულებით იერიშზე გადასვლის შანსი პრაქტიკულად უეჭველ ნიშნულს მიაღწევდა. მაგრამ რუსეთის წარუმატებლობამ ჯერჯერობით შეაკავა ჩინეთი. თუმცა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი წარმატების შემთხვევაში ჩინეთის მხრიდან ტაივანის ან მისი რომელიმე კუნძულის დაკავებისათვის სამხედრო ოპერაციის წამოწყების შანსები გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ჩაიშლება (ბუნებრივი მეტოქეები არიან), დღეს ისინი ერთ ნავში სხედან.
რეალურად კი ტაივანის ირგვლივ სიტუაცია ისეთია, რომ კონფრონტაციასთან მიმართებით კითხვა უნდა დავსვათ “როდის” და არა “თუ”.
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved