• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ორშაბათი, 6 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე – ძირითადი ფაქტები – “ფაქტ–მეტრი”

ალია ავტორი - ალია
17:41 01-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

ფაქტ–მეტრი აქვეყნებს მასალას სათაურით – “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე – ძირითადი ფაქტები”, რომელსაც, ალია” უცვლელად გთავაზობთ:

დღეს, 19 იანვარს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დაასკვნა, რომ რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ ასპექტში და საქართველოს მთავრობას €25 000-ის გადახდა დააკისრა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლებით დავობდნენ, რომლებიც სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვასა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას მოიცავს.

სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ასპექტში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიების პროცესი იყო არაეფექტური.

„პროცესის ხარვეზების გათვალისწინებით, კერძოდ, ხარვეზიანი პირველადი საგამოძიებო ეტაპის, მათ შორის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების ხერხის გათვალისწინებით, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირული გამოკვლევის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაგვიანებული დაკითხვის გათვალისწინებით, მომჩივანი პირებისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, რამაც მათ ხელი შეუშალა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში – სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის“, – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა ვერ დაადგინა, რადგან, მისივე განმარტებით, არსებული მტკიცებულებები არაა საკმარისი საიმისოდ, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში. ამ შემთხვევაშიც, სასამართლო საგამოძიებო პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს, რაც შეუძლებელს ხდის მტკიცებულებების სათანადო შეფასებას იმ გარემოებებზე, რამაც მაჩალიკაშვილის სიკვდილი გამოიწვია.

რაც შეეხება მე-3 და მე-13 მუხლებს, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), რადგან. მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა მათი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით ჰქონდათ: „სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა: „ სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტის“ შეფასებით, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, „რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე – 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს – მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობდნენ, რომ ჰქონდათ ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებოდნენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობდა, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია. მისივე თქმით, სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. მაჩალიკაშვილი ითხოვდა, მისი შვილის დანაშაული მტკიცებულებებით დადასტურებულიყო და სპეციალური საპარლამენტო კომისია შექმნილიყო.

მაჩალიკაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წელს მიმართა. მომჩივანთა შეფასებით, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა, დაიგეგმა ისე, რომ, რისკები სათანადოდ არ გაუზომავთ და საკმარისი ზომა არ მიუღიათ, რომ ძალა არ გამოეყენებინათ. ამასთან, მათი მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

წყარო – ფაქტ–მეტრი

თეგები: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეფაქტ-მეტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved