მთავარი არხის ცნობით, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტთან”, სპეცრაზმელებმა ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანქანის კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს, ერთ-ერთი პირი გამოათრიეს, რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი წაიყვანეს – იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი.
კომენტარები