• რეკლამა
  • კონტაქტი
07:06, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“SOS!!! ღალატია ხალხო, მოღალატე კი ივანიშვილია!” – რა საფრთხე ელის ქვეყანას? – ჯუმბერ კირვალიძე

ალია ავტორი - ალია
17:06 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,772
პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს:
იმათთვის, ვისაც პოლიტიკის “ინჩი-ბინჩი” ესმის… მაშ ასე, SOS!!! ღალატია ხალხო, ღალატი, მოღალატე კი, ქართული სახელმწიფოს არაფორმალური, რეალური მმართველი – ბორის ივანიშვილია!!!
დიახ! დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს ისტორიაში (1992-2024 წწ.) პირველად(!!!) მოხდა, რომ საქართველოს სახელისუფლებო პარტიის “საპატიო თავმჯდომარემ”, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველმმა, უარი უთხრა შეხვედრაზე – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს! იმ სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის სტრატეგიული მოკავშირე და მისი სუვერენიტეტის მთავარი დამცველია მთელი ამ პერიოდის მანძილზე და რომ არა ეს რეალობა, საქართველოს სუვერენიტეტი “კრემლს ჯიბეში” ექნებოდა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის არამხოლოდ 20%-ის ოკუპირებას მოახდენდა, არამედ მთლიანად მთელი საქართველოსი! ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის და მისი ქოცხელისუფლების ეს “პოზიცია”, არის აშკარად და დაუფარავად საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილება, ანუ, იგი არის ანტიდასავლური და ღიად პრორუსული!
ეს მაშინ, როდესაც რუსეთი ოკუპანტია, ხოლო აშშ-ბი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ამ 2 რეგიონის დეოკუპაციას!
– კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმათ, ვისაც ივანიშვილის და მისი ქოცხელისუფლების ღალატში არ გინდათ მონაწილეობის მიღება! რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 2 რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მისი სამხედრო ბაზები არის განთავსებული ორივე ტერიტორიაზე! ამავდროულად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა” და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს, რომ საქართველოს ამ 2 რეგიონის “დამოუკიდებლობა აღიარონ”! აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილები ახდენენ პატრულირებას ყოფილი “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ანუ საოკუპაციო ხაზის (ზოლის) გასწვრივ და რეგულარულად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ქართული სოფლებიდან იტაცებენ მოსახლეობას იმ ბრალდებით, რომ თითქოს, მათ “დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარი”!
ოკუპანტმა რუსებმა 2008 წლის აგვისტოდან დღემდე, 5 ათასი მშვიდობიანი ქართველი გაიტაცეს და ტყვეობიდან გამოშვების საფასურად დააწერინეს “აღიარება”, რომ მათ – ე წ. “ს/ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს” და ეს უბედურება გრძელდება! ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით და შეგონებით, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ორივე რეგიონში განახორციელეს ქართველების ეთნიკური წმენდა და ამის შედეგად, 350 ათასი ქართველი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში!!!
– ამერიკის შეერთებული შტატები კი, ყველგან და ყოველთვის მოუწოდებს (“ჟენევის ფორმატში”) რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს საქართველოს შემადგენელი 2 რეგიონიდან მათი საოკუპაციო სამხედრო ნაწილები! ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები განუწყვეტლივ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ მან დეზავუირება (გაუქმება) მოახდინოს მის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებების” და პატივისცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი დამსახურებაა, რომ მის მიერ დეკლარირებული “არაღიარების პოლიტიკის” წყალობით, მსოფლიოს არცერთმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ (მარგინალური სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და კიდევ 2 კუნძულ – სახელმწიფოს გარდა!) არ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” და რომ დასავლეთი, მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთისგან ქართველი დევნილების დაბრუნებას და მათი უსაფრთხოების დაცვას აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში!
– ამიტომაა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, ხოლო რუსეთი, ოკუპანტი
და მტერი სახელმწიფო!!!
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,
თუ ივანიშვილი თავისი ქოცებით დარჩება საქართველოს ხელისუფლებაში და დაამკვიდრებს ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ სტრატეგიულ კურსს, იმ მოტივით, რომ თითქოს, ისინი “იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს”, რაც სრული დემაგოგია და ცინიზმია, რადგან საქართველოს სუვერენიტეტის რეალური დამრღვევი დასავლეთი კი არა, ოკუპანტი რუსეთია, რომელიც შემოჭრილია საქართველოს სიღრმეში და განაგრძობს “მცოცავ” ოკუპაციას, – ამ შემთხვევაში, აშშ-ის ურთიერთობა და დამოკიდებულება “ივანიშვილის საქართველოსთან”, შეიძლება 180 გრადუსით შეიცვალოს!..

ა) აშშ-ბი ანულირებას გაუკეთებენ საქართველოსთან დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას!

ბ) აშშ-ბი სრულად შეწყვეტენ ყველანაირ საფინანო, ეკონომიკურ, სამხედრო, საგანმანათებლო, ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, სხვადასხვა სახის დახმარებას საქართველოსთვის, – ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის გამო!

გ) აშშ-ბი გავლენ “ჟენევის ფორმატიდან”

და შეწყვეტენ “არაღიარების პილიტიკის” მხარდაჭერას საქართველოს მიმართ!

– რაც ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო 100%-ით მოწყდეს დასავლური განვითარების ვექტორს,

ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველო 100%-ით “დაჯდება რუსულ ორბიტაზე”, –

ანუ, დაბრუნდება რუსულ “ესენგე”-ში

და გაწევრიანდება “ოდაკებე”-ში!!!

ამგვარად, საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, დემოკრატია, დასავლური სტრატეგიული განვითარების კურსი – დიდ საფრთხეშია!!!

ერთადერთი გამოსავალია, ივანიშვილის არაფორმალური რუსული ქოცრეჟიმის გაშვება ხელისუფლებიდან, არჩევნების გზით!!! ამისათვის კი საჭიროა მთელი ქართველი ერის სრული მობილიზება, ყველა თაობის, რომ პრორუსულმა ქოცრეჟიმმა ვერ გაბედოს ძალის გამოყენება და აღიაროს არჩევნების შედეგები!!!
P.S. მიუხედავად ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის ანტიდასავლური რიტორიკისა, ღრმად მწამს და მჯერა, ქართველი ხალხის სტრატეგიული პარტნიორები, აშშ-ბი და ევროკავშირი გვერდში დაგვიდგებიან, მარტო არ დატოვებენ საქართველოს, ოკუპანტი რუსეთის და მისი ადგილობრივი კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირისპირ!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved