• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოფლებში არაერთგან საკლასო ოთახები ჯერ კიდევ შეშით თუ თბება და მთაში, სადაც ყინვა -15/20 გრადუსზეც ადის, მოსწავლეებს ფორმას აიძულებენ” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
19:33 09-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,884

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

წლებია უკვე ყოველ წელს გაზი უნდა იყოს შემოყვანილი ჩემთან სოფელში და ახლაც რომ გაიარო, “ლაფატკიან” მომუშავესაც ვერ ნახავს კაცი, დღეს-ხვალით რამდენიმე სოფელი ვართ დარჩენილი გაზის გარეშე.
რამდენი ხანია დავათიდან გორანამდე 3-4 კილომეტრიანი გზის გაკეთებაზე დუშეთის მუნიციპალიტეტი არაფერს აკეთებს, არა და ეს გზა ქართლს და ერწოს აკავშირებს და ბევრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს სოფლებში არაერთგან საკლასო ოთახები ჯერ კიდევ შეშით თუ თბება და მთაში, ჩემთან, სადაც ზამთარში ყინვა -15/20 გრადუსზეც ადის, მოსწავლეებს ფორმას აიძულებენ, თან რა მასალის, სოფლებში არაერთს 2-3 შვილი ჰყავს და მინიმუმ 600 ლარის ფორმა სჭირდება, არც ის იციან, საიდან მოიძიონ ფული.
სურსათზე ისეთი ფასებია, ფორმები კი არა, ბევრმა რა აჭამოს შვილს, ის ვერ მოუგვარებია.
ბენზინზე ფასები იწევს და იწევს მაღლა და ეს შესაბამისად, ყველაფრის ფასზე ისახება, მაღაზიაში არაფერში ტოვებ ათეულობით ლარს და თითქმის არაფრით გამოდის ადამიანი.
სკოლებში სწავლა იწყება, შესაბამისად, ხარჯებიც იმატებს, სასკოლო ექსპერიმენტები კი კაცმა არ იცის, ჩვენს შვილებს კიდევ უფრო როგორ გაუმრუდებს მომავალს.
კიდევ რამდენი პრობლემაა სათქმელი, სია ვერ დასრულდება, სამაგიეროდ გვყავს თვითკმაყოფილი ხელისუფლება, კაცმა რომ არ იცის რა ილუზიებით ცდილობენ ჩვენი გონების ზომბირებას და მათი მოწინააღმდეგეები, რომლებსაც ერთადერთი რაც ყველაზე კარგად გამოსდით, პოლიტიკური რეალითი შოუების დადგმა და პოლიტიკური კანიბალიზმია.
წინ კი მხოლოდ უარესის პირობა თუა, გამძაფრებული ძალაუფლება და მათთან “ბრძოლის” ტრაგიკომიკური პერფორმანსები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved