საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში დაკარგული 77 წლის ელიბო ხიზანიშვილი ცოცხალი იპოვეს.
ოჯახის წევრების განმარტებით, მამაკაცი, ტყეში გადაადგილებისას, რთულად მისადგომ ადგილას ჩავარდა და დამოუკიდებლად ამოსვლა ვეღარ შეძლო.
ხიზანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის, ცოტა ხანში, საცხოვრებელ სახლში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ელიბო ხიზანიშვილი 28 ივნისს, სახლიდან სოკოს საკრეფად გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.სამძებრო ოპერაციაში ოჯახის წევრებთან ერთად, პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.













კომენტარები