შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, თვლის, რომ პრემიერს შსს–მ და უსაფრთხოების სამსახურმა კი არ უნდა მიაწოდოს, საფრთხის შესახებ ინფორმაცია, არამედ, პირიქით, პრემიერმა უნდა უთხრას შსს–ს და სხვა სამსახურებს, როდის ელის ქვეყანას საფრთხე. გომელაური ამას, სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრისას ამბობს:
“სომხეთ–აზერბაიჯანის კნფლიქტის კუთხით, გავივლით, განვიხილავთ, რაღაც საჭიროება რომ იდგეს, რომ რაღაც მწვავედ იდგეს თემა, არ არის.
საჭირო თუ იქნება, პრემიერი გვეტყვის და ჩავნიშნავთ…
არ არის ისე მწვავედ, ჩემი აზრით, რომ რაღაცა სასწრაფოდ იყოს შეკრება საჭირო, რომ რაღაცა, აი რა ხდება და ჩვენ რაღაცა დავზიანდებით და ა.შ.”
კომენტარები