• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II სასამართლოში დაიბარეს

ალია ავტორი - ალია
10:59 07-31-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,421

სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-სა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კიდევ ხუთი მაღალი იერარქის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოს გაიმართება.

გარეგინ II სასამართლოშია დაბარებული.

ბრალი წარდგენილი აქვთ მთავარეპისკოპოსებს ნათან ჰოვანისიანსა და ჰაიკაზუნ ნაჯარიანს, ასევე ეპისკოპოსებს ვაჰან ჰოვანისიანს, ედგარ ჰაკობიანსა და არტურ ჰაკობიანს, რომლებიც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრები არიან.

პროკურატურის ცნობით, სასულიერო პირებმა თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის აღსრულებას განზრახ შეუშალეს ხელი.

გამოძიების ვერსიით, საქმე მასიაცოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, ეპისკოპოს გევორგ საროიანის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდება.

ეჩმიაძინის განცხადებით, საროიანი 2026 წლის იანვარში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მოვალეობების შეუსრულებლობისა და ეპარქიის სასულიერო პირებზე ზეწოლის გამო გაათავისუფლეს.

საროიანმა გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საბოლოო განაჩენის მიღებამდე მისი თანამდებობაზე დატოვება დაადგინა და ეკლესიას აუკრძალა მისთვის ეპარქიის მართვაში ხელის შეშლა.

მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, გარეგინ II-მ და უმაღლესმა სასულიერო საბჭომ საროიანს სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს.

სომხეთის სამოციქულო ეკლესია ბრალდებას კატეგორიულად არ ცნობს და აცხადებს, რომ საერო სასამართლოს ეკლესიის კანონიკურ და შიდა მმართველობით საკითხებში ჩარევის უფლება არ აქვს.

ეკლესიის პოზიციით, სასულიერო ხარისხის ჩამორთმევის შემდეგ, გევორგ საროიანი ეპისკოპოსი აღარ იყო და ერისკაცად იქცა, შესაბამისად, სასამართლო სასულიერო პირებს ვერ დაავალდებულებდა მის ეპარქიის წინამძღვრად აღიარებას.

აღსანიშნავია, რომ გარეგინ II-ს სომხეთის დატოვება აკრძალული აქვს.

შეზღუდვის გამო მან თებერვალში ავსტრიაში გამართულ ეპისკოპოსთა საგანგებო შეხვედროებაში მონაწილეობა ვერ შეძლო, მარტში კი ვერ დაესწრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved