• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოხუმში დიდი ალიაქოთია. ეს რა გვიქნეს სომხებმაო” – მალხაზ პატარაია

ალია ავტორი - ალია
23:23 10-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

იურისტი, საზოგადოებრივი მოძრაობა „აფხაზთა კრების“ თავმჯდომარე, მალხაზ პატარაია:

სიტყვას აუტოდაფე ვერ წაშლის — რა შუაშია სომხები?!

სოხუმში დიდი ალიაქოთია. არ იციან რას მიახალონ თავი, ეს რა გვიქნეს სომხებმაო. საქმე ეხება ,,შავიზღვისპირეთის სომხების ენციკლოპედიის“ 1-ლ ტომს, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წ. რუსეთში, კრასნოდარშია გამოცემული, რუსულ ენაზე, დაისტამბა მოსკოვში, სამეცნიერო რედაქტორი და შემდგენელი რუსი ჰყავს – ეთნოლოგი ი. კუზნეცოვი და თავის დროზე მსუყე პრეზენტაციაც ჰქონდა. მათი რისხვის სამიზნე გახდა ამ გამოცემის ერთი სტატია- ,,აბაზა“ (იხ.1-ლ კომენტარში), რომელიც საკუთარ თავზე მიიღეს და შეიცავს მეტად არასახარბიელო და უხერხული სექსუალური კონოტაციას. სულ დაავიწყდათ, რომ ქართველებისგან რუსების მეშვეობით მითვისებულ ,,აფხაზს“ ირქმევენ და ახლა უკვე მთელი სერიოზულობით ამტკიცებენ და ამაში არ ცდებიან, რომ არიან ადიღეები, აბაზაები და მძიმედ შეურაცხყვეს.

ამბავი იმით დაიწყო, რომ განგაშის ზარი შემოჰკრა ბლოგერმა ვინმე დაუტ ადლეიბამ, რომელიც სოციალურ ქსელებში აფხაზეთის რეკლამას ეწევა. ისე კი სჯობდა საერთოდ გაჩუმებულიყო. ვინ და როდის ნახავდა ამ სტატიას. 6 წელი იყო წიგნი გაყიდვაში და არც არაფერი მომხდარა. ერთი სიტყვით, გამორჩეულობისა და უძლეველობის ყალბმა წარმოდგენებმა ამ დაუტსა და მის თანამოძმეებს დათვური სამსახური გაუწია, თავზარდამცემ შარში გაეხვნენ. აფოფრდა რუსეთის სოხუმელი გაულაიტერის მთელი ადმინისტრაცია, ,,საზოგადოებრივი ორგანიზაციები“, ,,აკადემიკოსები“ და რიგითი ,,მეცნიერები“, ,,გმირები“, ,,გიდები“ და ვინ იცის კიდევ ვინ. ჯერ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ბიგვავამ მოაწყო სპეციალური თათბირი, მერე წამოვიდა ცალკეული და ერთობლივი განცხადებების სერიალი, ვიდეომიმართვები, მრავალრიცხოვანი აღშფოთებული სახალხო კომენტარები სოცქსელებში.

მოითხოვეს ავტორებისგან ბოდიშის მოხდა, წიგნის ქსელიდან ამოღება და განადგურება, ყველა ელვერსიის მოსპობა, დამნაშავეების დასჯა და ა.შ. საქმეში ჩაერთო ორგანიზაცია ,,ჯავახკიც“, რომელიც თურმე ჯერ კიდევ არსებობს რუსეთში. ამათ განაცხადეს, რომ თურმე მთელი ტირაჟი უცებ ამოღებულ იქნა და მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გავიდა სტამბიდან. თუმცა წიგნი დღემდე იყიდება სხვადასხვა რუსულ საიტზე.

ბოლოს მათში უცნობილესმა ,,გმირმა“- ქართველთმოძულე ტერორისტმა ბესლან კობახიამ ადგილობრივ სომხებს მოუწოდა: მინდა მოვისმინო თქვენი მკაფიო ხმა, შეიკრიბეთ და პასუხი გაეცით ამ ვერაგ გამოხტომას ჩვენს – აბაზს წინააღმდეგ. ხოლო ადგილობრივმა ე.წ. პროკურატურამ სახელდახელოდ აღძრა საქმე ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის.

აბაზა – ადიღე ეთნოსის ნაწილია, როგორც თავად დღევანდელი ადიღე, ჩერქეზი, ყაბარდოელი და მცირერიცხოვანი შაფსუღი. აფსუა აბაზას განშტოებაა და იგივე ადიღე. ,,აბაზა“ თურქული სიტყვაა ისევე, როგორც ჩერქეზი. დიდწილად სწორედ ამ აბაზაების ჩამოსახლება მოხდა აფხაზეთში მე-17 საუკუნის ბოლოდან. უნდა ითქვას, რომ თურქეთში გადასახლებული მუჰაჯირების შთამომავლები დღემდე საკუთარ თავს არც ,,აფხაზს“ ან ,,აფსუას“, არამედ აბაზას უწოდებენ და თურქებიც სწორედ ასე მოიხსენიებენ. ჩვენთვის ცნობილი წყაროებიდან ,,აბაზა“, როგორც ტომის სახელწოდება, პირველად ხმარებაში შემოდის მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსმალურ ოფიციალურ განკარგულებებში (იხ. თურქი ისტორიკოსის მ. ფაჰრეთინ კირზიოღლუს ,,ოსმალების მიერ კავკასიის მხარეების დაპყრობა“ ,M. Fahrettin Kırzıoğlu, Osmanlılar’ın Kafkas-Elleri’ni Fethi (1451-1590), 1993 გვ.409-410). ამ პერიოდიდან ეს სიტყვა თურქულ წყაროებში თანდათან ენაცვლება ,,აფხაზს“ (ცისანა აბულაძე, საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების სახელწოდებანი ოსმალურ წერილობით ძეგლებში, გვ.274). ტერმინი შემდგომში იხმარება, როგორც კავკასიონს გადაღმა, ისე აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთი ადიღე ტომის მიმართ („Abaza Tâifesi“- „აბაზას ჯგუფი/ხალხი“, „Abaza ve Çerkes Vilâyetleri’“-აბაზასა და ჩერქეზის ვილაეთები). ამას ადასტურებს გეოგრაფიული და სამხედრო, მათ შორის რუსული, რუკები.

ახლა შინაარსობრივად რას ნიშნავს ,,აბაზა“. ეთნონიმთან ერთად ამ პერიოდიდან დღემდე რუსულ და თურქულ წყაროებში ცნობილია ამ სიტყვის ძირითადად 3 თურქული შინაარსი:
1. ბრიყვი, რეგვენი; 2. გაუგებრად მოლაპარაკე; 3. სექსუალური (მ…)

მაშ ასე, მივყვეთ:
• 1831 წ., ართინ ჰონდოგლუს „შემოკლებული ფრანგულ-თურქული ლექსიკონი“, ვენა, გვ.396 (Artin Hindoglu, Dictionnaire abrégé français-turc. Vienne : F. Beck, 1831): სექსუალური – O… (იგივე m…) abazaya varma (აქ და ქვემოთ ციტატების შემოკლებები ჩვენია-მ.პ.);
• 1838 წელი არტინ ჰინდოღლუ, „შემოკლებული თურქულ-ფრანგული ლექსიკონი“, (Artin Hindoglu. Dictionnaire abrégé turc-français. Vienne : F. Beck, 1838): ტომობრივი და სექსუალური – abaza-nom de Gens; m…

• 1863 წ. ვლადიმერ დალის რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი (Даль В. И. Толковый словарь живого великорусского языка. ч. !: А–З.) – ტომობრივი, სალანძღავი: Бран. бестолковый басурманин. Эх-вы, абаза немая!
თარგმანი: ,,სალანძღავი: ბრიყვი ურჯულო. ეჰ თქვენ, მუნჯო აბაზა!“

• 1890 წ. Redhouse Dictionary – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ავტორიტეტული და ისტორიული ინგლისურ-თურქული და თურქულ-ინგლისური ლექსიკონი (Sir James W. Redhouse, A Turkish and English Lexicon, Shewing in English the Significations of the Turkish Terms. p.6 )- ტომობრივი, გეოგრაფიული და სექსუალური:

T. ابازا abaza. 1. An Abaza man. 2. The Abaza country in the Caucasus.
ابازایه وارمق 1. To go to the Abaza country. 2. To abuse one’s self, practise self-abuse, to practise m….
თარგმანი: თურქ. აბაზა. 1. აბაზა კაცი. 2. აბაზების ქვეყანა კავკასიაში.
აბაზაია ვარმაქ. 1. აბაზების ქვეყანაში წასვლა. 2. თვითშებილწვა, თვითშებილწვის ჩადენა, მ….(პირველი გამოთქმაც იგივე მნიშვნელობისაა, სიტყვათა თამაშია).

• 1892 წ. ტინგინისა და სინაპიანისა „მეცნიერების, მწერლობისა და ხელოვნების სპეციალური ტერმინების ფრანგულ-თურქული ლექსიკონი“, ტ.2, გვ.96,104 (Ant. B. Tinghir et K. Sinapian, Dictionnaire français-turc des termes techniques des sciences, des lettres et des arts): M… آبازه، استمناء باليد „აბაზა, ისთიმნა ბილ-იედ“.

• 1893 წ. ვასილი რადლოვის (ვილჰელმ რადლოფი, თავის დროის ყველაზე დიდი თურქოლოგი რუსეთში, აკადემიკოსი), ,,თურქულ კილოთა ლექსიკონის გამოცდილება“, («Опыт словаря тюркских наречий»Т. I, ч. 1. სვ. 625)- ყველაზე სრულყოფილი განმარტება, სამივე მნიშვნელობა:

абаза [Krm., آبازا (Osm.)]
1) (Osm.) глупый — thöricht, dumm; ä абаза! ей, глупецъ! — o, du Dummkopf!
2) въ Крыму преимущественно этимъ словомъ обозначается человѣкъ, который говоритъ крайне невнятно или вслѣдствіе неяснаго произношенія или вслѣдствіе недостатка логики — in der Krym wird durch dieses Wort hauptsächlich ein Mensch bezeichnet, der sehr unverständlich spricht, entweder wegen undeutlicher Aussprache, oder wegen Mangels an logischem Denken.
3) (Osm.) абазаja wармаk заниматься о…м — O..e treiben.
თარგმანი:
1) (ოსმალური) სულელი; მაგალითი: „ეი, აბაზა, ეი სულელო!“
2) ყირიმში ამ სიტყვით უმთავრესად აღნიშნავენ ადამიანს, რომელიც უაღრესად გაურკვევლად ლაპარაკობს, ან ბუნდოვანი წარმოთქმის, ან ლოგიკის ნაკლებობის გამო.
3) (ოსმალური) abazaya varmak — ო..ით დაკავება“, „მ..ით“ დაკავება.

• 1950–1958 წწ. მაქს ფასმერის რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი Russisches etymologisches Wörterbuch (ოფიციალური რუსული თარგმანი ტ. I, 1964, გვ. 56, გერმანული ვერსია ინტერნეტში ხელმიუწვდომელია) ტომობრივ-თვისობრივი:
абаза “бестолковый басурманин” (бран.) (Даль). Заимствовано из тур., крым.-тат. abaza “глупый, безумный”, также “неразборчиво говорящий человек” (Радлов 1, 625)»

• 1976 წ. ე.ნ. შიპოვა, „რუსულ ენაში თურქიზმების ლექსიკონი“ (Шипова Е. Н. Словарь тюркизмов в русском языке. Алма-Ата: Наука, 1976, статья «абаза»)
абаза, м. и ж., бран. бестолковый басурманин (Даль, 1, 1). “Заимств. из тур., крым.-тат. abaza ‘глупый’, ‘безумный’; также ‘неразборчиво говорящий человек'” (Фасмер, 1, 56). Радлов, абаза (крым., тур.) глупый человек, говорящий невнятно (1, 625).

საგულისხმოა, რომ ბოლო 2 გამოცემაში რადლოვის ლექსიკონის ციტატა მოყვანილია მე-3 განმარტების გარეშე. ალბათ ავტორებმა მას დელიკატურად გვერდი აუარეს. ქართველი ისტორიკოსებიც ასევე მორიდებით ოქრის დუმილს ამჯობინებენ. სამაგიეროდ, ფინელ ეთნოლოგსა და ლინგვისტ-თურქოლოგს მარტი რასანენს ,,თურქულ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონში (Martti Räsänen, Versuch eines etymologischen Wörterbuchs der Türksprachen. Helsinki, 1969, გვ. 2). რადლოვის 3-ვე განმარტება მოჰყავს და დამატებით მიუთითებს, რომ ,,აბაზა“ არის ,,Aбхазец“.

• 1974 წ. ჯან იუჯელი (Can Yücel, 1926–1999) თურქი პოეტი და მთარგმნელი, ცნობილია სასაუბრო ენის, ჟარგონისა და პოლიტიკური სატირის გამოყენებით. თარგმნიდა შექსპირს, ლორკასა და ბრეხტს. მის ლექსში „Otuzbirinci Nesil“ („ოცდამეთერთმეტე თაობა“) არის ასეთი სტრიქონი: Yalnız işte yeniden yaşamaya başlamadan önce Abaza çekmeyi bırakmalıyım „ოღონდ, სანამ ცხოვრებას თავიდან დავიწყებ, მ…ს უნდა შევეშვა“ – ისევ სექსუალური.

ამგვარად, სავსებით ცხადია, რაც ,,აბაზას“ შესახებ წერია ,,შავიზღვისპირეთის სომხების ენციკლოპედიაში“ რეგიონის სომხურ, თურქულ და ბერძნულ ეთნოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით თითქმის 200 წელია დასტურდება ადრინდელი არცთუ ცოტა ფრანგული, ინგლისური, რუსული, თურქული ენციკლოპედიური თუ ლიტერატურული წყაროებით. მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. ასე რომ, არაფერ შუაშია არც აღნიშნული ენციკლოპედია და არც სომხები.

ღრმადპატივცემული აღშფოთებულები კი სულ ტყუილად ირჯებიან. ამ წიგნებს აუტოდაფეს ვერ მოუწყობ და ნამდვილად არ ღირდა ამხელა აურზაურის ატეხვა ჭიქა წყალში. უბრალოდ, წიგნები მეტი იკითხონ. ხოლო რაც შეეხება იქაურ ბიგვავებს, კობახიებს, ერისთავებს, იაშვილებს, კვარაცხელიებს, ბჟანიებსა თუ ჭყონიებს (აფსუაების გვარების 80%-მდე ქართულია, ერთი მოგვარე მეც ვიპოვე), გვარებს რა თქმა უნდა ეთნიკური კუთვნილებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ თქვენი მენტალური გარუსების პროცესი შორს არის წასული და ამაზე იფიქრეთ. შეეშვით გალელი ქართველების იმავე მორევში ჩათრევას, კარგად შეხედეთ საით გიჩვენებთ საკუთარი კომპასი და სად არის თქვენი ფესვები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved