ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრ”ინალ არძინბასთან და “სამხრეთ ოსეთის” “საგარეო საქმეთა მინისტრ” დიმიტრი მედოევთან ერთად განიხილა 3+3 ფორმატში (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მონაწილეობის საკითხი საქართველოს ნაცვლად.
როგორც ცნობილია საქართველო ამ ფორმატში არ მონაწილეობს და ალბათ არც არასდროს მიიღებს მონაწილეობას. ვერც ერთი ქართული ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს პირველ რიგში რუსეთის ფაქტორის და ახალი `გავრილოვის ღამის` შიშით.
თუმცა არის მეორე ფაქტორიც: ირანი!
ამერიკა არასდროს არ გვაპატიებს, თუ მისი მოკავშირე და ასე თუ ისე მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა ფანატიკოს აიათოლლათა ირანთან რაიმე ერთიან გეოპოლიტიკურ ფორმატში გაწევრიანდა. ეს ამერიკასთან ყოველგვარი არსებითი ურთიერთობის გაწყვეტა იქნებოდა.
მაშინ სოხუმმა და ცხინვალმა შესთავაზეს მოსკოვს (ირიბად კი ანკარასაც): `საქართველოს ნაცვლად ჩვენ მიგვიღეთო`, რაც რასაკვირველია სრული ბლეფი, სეპარატისტთა მორიგი მატრაკვეცობა და ზღაპარია, რადგან არც თურქეთი, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი…….სხვათა შორის არც თეირანი მიზეზთა გამო …….. ამას `ხელს არ მოაწერენ.”
კომენტარები