ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე:
“1. მთავრობა, რომელმაც ამ ისტორიული პროცესის საბოტაჟი მოაწყო, ცალსახად უნდა გადადგეს.
2. მორიგი მარიონეტული მთავრობის მაგივრად შეთავაზებულია პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული გუნდის დანიშვნა, რომელიც, ერთის მხრივ უჩვენებს პროგრესს ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილში და, მეორეს მხრივ, მოამზადებს ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებისთვის წლის ბოლოს.
ასეთ სუპერკონსტრუქციულ შეთავაზებაზე უარის შემთხვევაში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ გარღვევა (დეოლიგარქიზაცია) და მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ბელორუსს.
ასე მარტივად არის ეს ამბავი ჩემთვის.
კომენტარები