ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია აქვს და ამას ალტერნატინა არ გააჩნია, თუმცა სხვა პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა, რა ფორმით გამოხატავს საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.
“ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო, პარლამენტიც, რა თქმა უნდა, თავის პოზიციას დააფიქსირებს. ბუნებრივია, ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია, ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ.
რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან”, – თქვა კობახიძემ.
კომენტარები