• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სხეულის ყველა ნაწილზე ხელკეტის კვალი მაქვს… მოიყვანეს ადამიანი სისხლში ამოთხვრილი, ტრავმული შოკის ქვეშ…” – რას ჰყვება კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
22:10 04-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

„რეაქციაში“ „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, დაკავების ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ის იმ დროის აიყვანეს,  როცა გონებადაკარგულ მოქალაქესთან მივიდა მისახმარებლად, რომელსაც ურტყამდნენ, დასახმარებლად დაიხარა და ამ დროს დააკავეს და სცემეს – „მანქანასთან 2 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად მირტყამდნენ და მაგინებდნენ“.

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მასთან ერთად დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გელა ხასაია და ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი.

სასწრაფოსაც კი არ ეძახდნენ, ადამიანი, რომელსაც სახეზე არცერთი ნაკვთი არ უვარგოდა, სისხლში ამოთხვრილი, გაფითრებული, ტრავმული შოკის ქვეშ მოიყვანეს კახეთის გზატკეცილზე პოლიციის დეპარტამენტში და დარბაზის შუაში დააყენეს, სანამ არ ვიჩხუბე სასწრაფო არ გამოიძახეს.
როცა ჩაგვსვეს სასტიკად ნაცემები მანქანაში, ზვიად ხარება მოვიდა მანქანასთან, შემოიხედა, გაგვიღიმა დამცინავად, კმაყოფილი, რა მდგომარეობაშიც ვიყავით და წავიდა,“ – ამბობს კუპრაძე.

კუპრაძე სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი დარბევა არ ახსენდება – ქუჩებში დასდევდნენ ხელკეტებით – „სხეულის ყველა ნაწილზე ხელკეტის კვალი მაქვს, მეც და სხვა მონაწილეებსაც“.

ის, როცა ამბობთ, რომ სასტიკად ნაცემი ვარ, ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ ეს ჩემთვის დამამცირებელია, ძველბიჭური, საბჭოთა ლოგიკით მოაზროვნე რუსული ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციონერს გაუსწორდება ფიზიკურად, ან შეაგინებს და დერეფანს გაატარებს, სადაც ურტყამენ სახეში, ზურგში ხელებს, ფეხებს, ხელკეტებს, ჰგონიათ, რომ ჩვენ დაგვამცირებენ და სინამდვილეში, არ არის ასე. იმიტომ, რომ მე ყველა ის სისხლჩაქცევა, რომელიც მაქვს, ხელებზე, ზურგზე, მეამაყება, იმიტომ, რომ ვიცი, რატომ მირტყამდა სპეცრაზმი, ვიღაც გაურკვეველი ხარებას დავალებით, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის და რუსული ხელისუფლების დავალებით, მე ვიცი ეს ყველაფერი, რატომ ხდებოდა და ყველა ეს სისხლჩაქცევა მეამაყება, იმიტომ, რომ ბრძოლას საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის მოაქვს სწორედ ეს შედეგი, როცა მსგავს ხელისუფლებასთან გაქვს შეხება,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved