• რეკლამა
  • კონტაქტი
08:38, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიტუაცია კრიტიკულად იძაბება ორ ატომურ სახელმწიფოს – პაკისტანსა და ინდოეთს შორის” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:55 04-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,505
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
სიტუაცია კრიტიკულად იძაბება ორ ატომურ სახელმწიფოს – პაკისტანსა და ინდოეთს შორის. 22 აპრილს ინდოეთის კონტროლირებად, კონფლიქტურ თუმცა ტურისტულად ძალიან მიმზიდველ ქაშმირის რეგიონში ტერორისტული აქტი მოხდა, როდესაც შეიარაღებული პირები ინდოელ ვიზიტორებს დაესხნენ თავს და დახოცეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა აიღეს, ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს აღნიშნული ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში.
ინდოეთმა პირობა დადო დამნაშავეებისა და ორგანიზატორების დასჯის შესახებ. მოსახლეობა შურისძიებას ითხოვს, რასაც საინფორმაციო კამპანიაც ემატება. ამ ფონზე ინდოეთსა და პაკისტანს შორის საზღვარი ჩაიკეტა, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობების დიდი ნაწილი გაწყდა, რასაც ოფიციალური ისლამაბადის მხრიდან სამხედრო მზადყოფნის გამოცხადება მოჰყვა.
ამ ყველაფერს ემატება მთავარი, ინდოეთმა შეაჩერა 1960 წელს დადებული მდინარე ინდის წყლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მდინარე და მისი შენაკადები საზიარო უნდა ყოფილიყო ორ ქვეყანას შორის. პაკისტანი სასოფლო სამეურნეო ქვეყანაა, შესაბამისად, წყალი მისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტაც გამოცხადდა. მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.
პაკისტანიცა და ინდოეთიც ატომური იარაღის მქონე ქვეყნები არიან. მათ შორის ოთხი მასშტაბური და რამდენიმე შედარებით მცირე ზომის კონფლიქტი უკვე მოხდა. ახლა კი სიტუაციის ესკალაციას ვადევნებთ თვალს. ეს არ ნიშნავს რომ ომი გარდაუვალია, მაგრამ როდესაც შურისძიების სურვილზე კეთდება აქცენტი, იქ სიტუაციის პროგნოზირება რთული ხდება, მით უფრო რომ ინდოეთში დიდი ხანია ნაციონალისტური სენტიმენტების მქონე მთავრობაა, რომელიც პაკისტანიდან მომავალ საფრთხეებზე აკეთებს ხოლმე აქცენტს.
ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი შეიძლება ირანს და ჩინეთს გარკვეულწილად აძლევდეს ხელს – პაკისტანი ირანის მეტოქეა, ხოლო ინდოეთი – ჩინეთის. ზოგადად, რაც უფრო სუსტები იქნებიან ეს სახელმწიფოები, მით უფრო ძლიერი იქნება ჩინეთი რეგიონში. მაგრამ, იმ ფონზე, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და ვაჭრობისათვის მძიმე დარტყმა იქნება ნებისმიერი სახის ომი, სადავოა რამდენად აწყობს ეს ყოველივე ოფიციალურ პეკინს. ამასთან, უშუალოდ ინდოეთისა და პაკისტანის ეკონომიკაზეც დიდ შედეგს მოახდენს ეს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი რამდენიმე დღე და კვირა – რა მოთხოვნებს დააყენებს ინდოეთი და როგორი პასუხი იქნება პაკისტანის მხრიდან. შესაძლოა ამ ყველაფერმა ომის ნაცვლად ურთიერთობის ხანგრძლივი დროით გაწყვეტა ან ინდოეთის შიგნით რელიგიური დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც წინათ არაერთხელ გვინახავს. როგორც არ უნდა იყოს, რეგიონში დაძაბულობა მოიმატებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved