• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე წარმოგვედგინა” – მეუფე მელქისედეკის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
21:18 02-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ქვეყანაში განვითარებულ მძმე პოლიტიკურ პროცესებს და იმ შეფასებებს, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე ფეისბუქ განცხადებით ეხმაურება:

“შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს.

გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.

იმ გეო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ.

ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან.

ქრისტემიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს.”

თეგები: მეუფე მელქისედეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved