მალხაზ მაჩალიკაშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ქალიშვილის, ნათია მაჩალიკაშვილის ძმისადმი დაწერილ წერილს:
“რომ იტყვიან დანა პირს არ მიხსნისო, სწორედ ახლა ვარ მასე. ამ დამპალ და დაუნდობელ ცხოვრებაზე დაბოღმილი.
გული ზიზღით მაქვს სავსე, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გამიქრობს. საერთოდ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც გარდაცვლილებს აცოცხლებს? 😢
თუ არსებობს მასწავლეთ ვინმემ, სანამ ჩემ პატარა გულს შესწევს ძალა გაუძლოს ამდენს. მასწავლეთ, თუნდაც ჩემს სიცოცხლეს დავთმობ, ოღონდ რამე გამოვიდეს, ოღონდ მისი გულიდან წამოსული სიცილი კიდევ ერთხელ მოვისმინო. 😞😪
სიკვდილის სიძულვილი გაგიგიათ? მე მძულს სიკვდილი, მთელი არსებით მძულს, მხოლოდ მას შეუძლია ოცნების კოშკები გააანადგუროს, ბედნიერება მყისიერად უბედურებად აქციოს. 😭ყველაზე მტკივნეულია, როცა ადამიანს სიკვდილის გამო კარგავ. თან ისეთს სიცოცხლე რომ ძაან სწყურია, უამრავი მიზნები აქვს განსახორციელებელი, რომელსაც აქვს იმის პერსპექტივაც და ამბიციაც, რომ იყოს საუკეთესო და უეცრად სიკვდილი…. ამ ყველაფერს უბრალოდ შლის. 😔😖შენი წასვლით დატოვებულ ტკივილს ვერც ორმა წელმა უშველა. 💔
მარადიული ცრემლითა და საშინელი ტკივილით, მხოლოდ წარსულის მოგონებით გიხსენებთ ყველანი…..😖💔ზუსტად ორი წლის წინ ჩაქრა პანკისის მზე, ძნელზე ძნელია შენი წარსულში მოხსენიება, თუმცა რეალობას ვერსად გავექცევით…..დაე ჩვენი ბედი ეწვიოს ყველა დამნაშავეს, ხვალინდელი მზე დაუბნელდეთ სამუდამოდ…..მეტი არაფერი გვინდა🥀💔PanKissy
კომენტარები