ტრენდული

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია
ახალი ამბები

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია

ავტორი - ალია
00:15 05-14-2022
0

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: "საპატრიარქოს ინგორმაციით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძეს დამოუკიდებლად სასულიერო პირების ხელდასხმის უფლება აღარ აქვს და საპატრიარქოს...

“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

02:30 05-13-2022
ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

20:08 05-12-2022
“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

15:11 05-12-2022
„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

23:14 05-10-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
08:34, ორშაბათი, 16 მაისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიტყვა-სიტყვით გიყვებით, რაც სააკაშვილმა პირადად მითხრა”

ალია ავტორი - ალია
23:59 02-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
0

“სააკაშვილს სურს, ერთი პარტიის ლიდერობიდან, გადაიქცეს მრავალპარტიულ ლიდერად”

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის: პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს. პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს.
წელს ისინი დასრულდებიან!
წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას!
წელს საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე!
დროის ათვლა  დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე!”


„ალიას“ სააკაშვილის სავარაუდო გეგმების შესახებ, იმ კულუარული ხმების შესახებ, რომელიც მის ამ განცხადებას მოჰყვა, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.


– ბატონო ვალერი, რას იტყვით მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ მოულოდნელ განცხადებაზე? „ნაცმოძრაობაში“ ახალი დაჯგუფებები იქმნება? მიშა ახალ პარტიას ქმნის?


– არა მგონია, ახალ პარტიას თუ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნიდეს სააკაშვილი. მე ასე არ ვუყურებ. ეს განცხადება სააკაშვილის სიურპრიზია, მისი ჩანაფიქრის შინაარსი ჩვენ ჯერ არ ვიცით. შეიძლება მას სხვა რაიმე მოდელი ჰქონდეს ჩაფიქრებული. დღეს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ გაიგივებულია ერთმანეთთან, პარტიას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, აღმასრულებელი ხელისუფლება და სააკაშვილი არ არის პარტიის მართვაში, შიდა პარტიულ ცხოვრებაში ეფექტურად ჩართული. რასაც პარტიაში შეიმუშავებენ, შესაძლოა, არც ეთანხმება, მაგრამ იმ გეგმებს, იმ პარტიულ გადაწყვეტილებებს პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც თავს უქნევს. პარტიის რეალური ლიდერია და გუნდური პრინციპით თამაშისას, სხვაგვარად შეუძლებელია. სააკაშვილი ამის გამო, ამ მიზეზით, მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. სააკაშვილი არ არის უმნიშვნელო პოლიტიკოსი, საკმაოდ წონიანია, რაც არ უნდა ბევრი აგინონ, ესეც მისი აღიარების დასტურია. აქვს საერთაშორისო აღიარება და მას კვლავ ანგარიშს უწევენ დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკოსები, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები. ბრძოლებში იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ამ ბრძოლაში დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების დატოვება მოუწია. პირიქით, მისმა პოლიტიკამ გაიმარჯვა სხვისი სახელით. ამიტომ, მისი პოტენციალი უფრო მასშტაბურია, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ვფიქრობ, სურს, რომ დარჩეს ქართველ პოლიტიკურ ლიდერად, უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს და ამ რანგში ელაპარაკოს სხვა პარტიულ ლიდერებს, სხვა ქართველ პოლიტიკოსებს. უფრო ნაციონალური, ეროვნული ინტერესები გამოიყვანოს ასპარეზზე და არა მხოლოდ პარტიული ინტერესები. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ამისთვის არის გათვლილი. ისტორია თავისას იტყვის, ჩვენ თუ არ ვიტყვით. სააკაშვილს მიეწერება ქართული სახელმწიფოს პოზიტივები, ამ მხრივ ბევრი გააკეთა, არარსებული ინსტიტუციები შექმნა და უკვე არსებული გააძლიერა, ეს ფაქტია. ამიტომ, როგორც მშენებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოღვაწე ადამიანი, ის უკვე ისტორიის ნაწილია, როგორც ზვიად გამსახურდია. გამსახურდია არის ისტორიის გმირი, რომელიც ვეებერთელა საბჭოთა კავშირს შეეჭიდა და ამ ბრძოლის შედეგად, დამოუკიდებლობა მიიღო საქართველომ. სააკაშვილს აქვს ისტორიაში დარჩენის ამბიციები და პრეტენზიები. ვფიქრობ, რომ მას აქვს მიზანი, რომ ამ ნაბიჯით შექმნას გარკვეული სათათბირო, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება წარმოდგენილი, ყველა იქნება თანასწორი და  თანაბარი, იქნება მუდმივი საგნობრივი მსჯელობა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების შესახებ. და არა რაღაც მოკლევადიან და კონკრეტულ საკითხებზე. მე ასე მგონია და ახლა სხვანაირად ვერ ვიფიქრებ. მიშას მაგ განცხადების შემდეგ, სულ ვფიქრობდი, რა მიზეზი უნდა არსებობდეს საიმისოდ, რომ რაღაც ცალკე პოლიტიკური მოძრაობა შექმნას. ლოგიკით მაგ მიზეზს ვერ მივაკვლიე.


– ერთი სავარაუდო მიზეზის შესახებ მე მოგახსენებთ. სააკაშვილის გადაწყვეტილებებს ხომ არ ბლოკავენ „ნაცმოძრაობაში“? წონა ხომ არ დაუვარდა? ამიტომ ხომ არ გახდა იძულებული, ეს ნაბიჯი გადაედგა?


– მე არ მაქვს ინტენსიური ურთიერთობა „ნაცმოძრაობასთან“, ვერც იმას ვიტყვი, რომ მათ კულუარებში ვარ ჩახედული, მაგრამ რასაც გარედან ვუყურებ, სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. შეუძლებელია ადამიანი დევნაში იყოს, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს და თავის ქვეყანაში პარტიის მართვის პულტთან იჯდეს. სააკაშვილს უკრაინაშიც უამრავი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, ყოველდღიური შეხვედრების რეჟიმშია იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიმდინარეობს ყოველდღიური ცოცხალი კონსულტაციები და მას არ აქვს საკუთარ პარტიასთან ელემენტარული, ფიზიკური პირობები, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდეს კონსულტაციები, პარტიის ყველა გადაწყვეტილებაში მიიღოს მონაწილეობა. კი, ყოველკვირეულ რეჟიმში მონაწილეობს პარტიულ საქმიანობაში, შესაძლოა, საკვანძო საკითხები მის გარეშე არ წყდება, მაგრამ ეს არ კმარა. მოწყვეტილი რომ ხარ შიდა პარტიულ საქმიანობას, ინტენსიურად რომ არ ხარ ჩართული. შესაძლოა, ისეთი დეტალი გამოგეპაროს, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებაზე უარყოფითად იმოქმედოს, შეცდომა დაგაშვებინოს. როგორი ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებიც არ უნდა არსებობდეს, შეუძლებელია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში სრულფასოვნად მიიღო პარტიის მუშაობაში მონაწილეობა სხვა ქვეყნიდან. ამიტომ, შიდა პარტიული, პარტიის პოლიტსაბჭოს პოზიციები ყოველთვის ვერ იქნება თანხვედრი სააკაშვილის პოზიციებთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი მგონია ეს პროცესი. პარტიის სხვა ლიდერებსა და სააკაშვილს შორის, სრული თანხვედრა ვერ იქნება. ის სხვა სიბრტყეშია. ზოგჯერ რეალობას მოწყვეტილი, ესენი რეალობაში არიან. ცხადია, ამით სააკაშვილი კმაყოფილი ვერ იქნება, კომფორტულად, ცხადია, ვერ იგრძნობს თავს. თუმცა, ეს არ მიმაჩნია საკმარის მიზეზად, რომ მან პარტია დატოვოს. მას შეუძლია მთლიანად გარდაქმნას პარტია, შეცვალოს პოლიტსაბჭოც და სხვა რგოლებიც. “ნაცმოძრაობა“ რომ სააკაშვილია, ეს ხომ ყველამ ვიცით? ელექტორატი სააკაშვილზეა მიბმული და არა სხვა ლიდერზე ან ლიდერებზე. თუ ის საჭესთან ზის, მართავს მანქანას, მგზავრების გამოცვლა, ახალი მგზავრების აყვანაც არ არის მისთვის პრობლემა. ამიტომ, არ უნდა იყოს ეს ლოგიკა სწორი, რომ შიდა პარტიული მიზეზთა გარემოებების გამო დგამს ასეთ ნაბიჯს. მით უმეტეს, ამ ეტაპზე, სააკაშვილთან  მისი პარტიის ბირთვის დაპირისპირების შესახებ, საფუძვლიანი და დამაჯერებელი ვერსია არც გამიგონია. ჭორების დონეზე, იცოცხლეთ, ათასი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ჭორია და სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ისევ ერთად არიან. მოკლედ, სააკაშვილს სურს, ერთი პარტიის ლიდერობიდან, გადაიქცეს მრავალპარტიულ ლიდერად. ეს მგონია ფორმულა და მისი გადაწყვეტილების მიზეზი და საფუძველი. შეიძლება, უფრო უპრიანიც იყოს მისი გადაწყვეტილება. სააკაშვილი ჯარით არავის სჭირდებოდეს, ხოლო როგორც ფიგურა,  ლიდერი სჭირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს.


– ასეთ შემთხვევაში, ლიდერის გარეშე რჩება „ნაცმოძრაობა“.


– რატომ რჩება ლიდერის გარეშე, მათ ჰყავთ პარტიულ ყრილობაზე არჩეული თავმჯდომარე, ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. ის არის ახლა ამ პარტიის მმართველიც და ლიდერიც.


– „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისთვის სად სააკაშვილის წონა და სად გრიგოლ ვაშაძისა? თავად ბრძანეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ მიშასთან ასოცირდება. რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან „ნაციონალები“ სააკაშვილის გარეშე, თუ მან მართლა გადაწყვიტა ზეპარტიულ ლიდერად გახდომა?


– ბიძინა ივანიშვილის პრობლემა რა არის, ხომ იცით? ბიძინას პრობლემა არალეგიტიმურობა და ჩრდილოვანი მმართველობაა. მისი უზარმაზარი გავლენის შესაფერისი კი არა, არანაირი სახელმწიფო პოსტი არ გააჩნია და ისე მართავს ქვეყანას. ამას ედავება მთელი სამყარო. მიშას პრობლემაც არალეგიტიმურობაა. პარტიას ჰყავდეს თავმჯდომარე და მიშა მართავდეს, ისევ ჩრდილოვანი მმართველი გამოდის პარტიისა. თუ შენც ჩრდილოვანი მმართველი ხარ, მაშინ სხვას იმავეს რატომ ედავები? კი, განსხვავება არის პარტიისა და ქვეყნის არალეგიტიმურ, არაფორმალურ მმართველს შორის, მაგრამ პრინციპი იგივეა. ამ ჩრდილიდან გამოსვლა უნდა მიშას, ასე მგონია და ეს სრულიად ლოგიკურია.


– „ნაცმოძრაობა“ დატოვეს პოლიტსაბჭოს წევრებმა, ესენი სააკაშვილთან ხომ არ წავლენ, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მიშას ახალ შტაბში?


– თუ მიშა იგივე გზას ადგას და ახალი პარტია უნდა შექმნას, ეს არის პოლიტიკური  შეცდომა. თუ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ლიდერშიპი, ეს უკვე სხვა მასშტაბებია. „ნაცმოძრაობიდან“ გასული ხალხი, სად წავა და სად არა, ეს სხვა საქმეა.


– ბატონო ვალერი, თუ მიშამ შექმნა სათათბირო ერთიანი პოლიტიკური სპექტრისთვის, რასაც თქვენ ვარაუდობთ, ეს ხალხი იმ სათათბიროსთვის ხომ არ სჭირდება? მაგას ვკითხულობ. საქართველოში ვერ ჩამოვა და იმ ბიბლიოთეკაში, იმ შტაბში ხომ სჭირდება ხალხი, ამ შტაბმა მუშაობა რომ დაიწყოს? ესენი, ვინც ჩამოვთვალე, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და მიშასთვის საქმის გაკეთება შეუძლიათ.


– ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება.


– მიშას „მოტეხვას“  ხომ არ აპირებდნენ „ნაციონალთა“ სხვა ლიდერები და მიშამ ხომ არ დაასწრო და ეს ახალი ცენტრის შექმნა იმიტომ ხომ არ გადაწყვიტა? საკუთარი პარტიიდან გამოგდებულ–გადაგდებულ ლიდერს მერე ჩალის ფასი ექნებოდა. მით უმეტეს, ორივემ ვიცით, რომ გიგა ბოკერია და მისი გუნდი მიშას დიქტატს, ახირებებს, არაადეკვატურ განცხადებებს გაექცა „ნაცმოძრაობიდან“ და იყო კონკრეტული ფაქტები, რომ მიშას „ნაცმოძრაობის“ არა ერთ ლიდერთან ჰქონდა ბოლო წლებში დაპირისპირება.


– მაგათ ყველას აქვს ეგ გეგმა, რომ მიშა „ჩატეხონ“. მიშა გახადონ უმნიშვნელო ფიგურა, მოიშორონ კონკურენციიდან. მე მასთან მქონდა შეხვედრა და საუბარი და ვკითხე, რას ფიქრობდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. 2020–ის არჩევნებზე ჰქონდა მარტივი და მკაფიო მიდგომა. პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, ყველა პარტიის ლიდერი უნდა დაჯდეს ერთად. ერთ ფორმატში, უნდა გაერთიანდეს ყველა და მოუგონ არჩევნები „ქართულ ოცნებას“. ეს მითხრა მიშამ. რაც შეეხება თავად მიშას, არანაირი პრეტენზია, ამბიცია ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ ჰქონდა, არ გეგმავდა მასში მონაწილეობას. შესაბამისად, არც ახლა აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ. მან ჩემთან ხაზგასმით თქვა, რომ ვიდრე არ მომიწევს ქართულ სასამართლოში ფიზიკურად მისვლა და იმ ბრალდებებზე პასუხის გაცემა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება მიყენებს, მანამდე პოლიტიკურ პროცესებში პირადად მონაწილეობის პრეტენზია არ მაქვსო. 2020–ის არჩევნებში მონაწილეობას მიშა არ გეგმავს. ისევე, როგორც მან თქვა, რომ თუ არჩევნები მოიგო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, „ნაცმოძრაობას“ ახალ პარლამენტში არ ექნება დომინატობის ის პრეტენზია, რომ მინისტრთა პორტფელების უმეტესობა წაიღოს. ოღონდ იმ პირობით, რომ როგორც კი დასტაბილურდება ვითარება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. აი, ამის მერე უკვე ბრალდებისგან გათავისუფლდება სააკაშვილი, ყველა ბრალს მოუხსნის პროკურატურა, რის გამოც დასდეს მსჯავრი, რის გამოც იძებნება და დაიწყებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს მითხრა და რაც მითხრა, იმას გიმეორებთ.


– ვერც მიიღებს ვერანაირ არჩევნებში მონაწილეობას, სააკაშვილი მსჯავრდებული და ძებნილია.


– ჰოდა, არარეალურიც არის მისი ქართულ პოლიტიკაში აქტიურობა, ამიტომაც არის ასეთი ხედვა რომ აქვს. ამ პოზიციის საჯაროდ განცხადებას, გარკვეული ნაკლი აქვს. ამომრჩეველი იკითხავს, შენ თუ არ მონაწილეობ პოლიტიკურ პროცესში, შენ თუ არ მოდიხარ, მე რატომ უნდა მოვიდე არჩევნებზე და რატომ უნდა მივცე ხმა შენს პარტიას? ის ამბობს, კი მოვდივარ, მაგრამ ჯერ არა. ფორმულა ეგ არის.


– „ქართულმა ოცნებამ“ აჩიკო თალაკვაძის მეთაურობით საპარლამენტო დელეგაცია რომ გაგზავნა ვაშინგტონში, ამ დელეგაციამ რა ჩამოიტანა ისეთი ამერიკიდან, რომ გაბადრული სახეებით საუბრობენ მედიასთან და მათ კომენტარებში იკითხება, ამერიკელმა კონგრესმენმა ძიებმა კი დაგტუქესეს, თუმცა რომ ველოდით, არც ისე მკაცრადო. ბავშვი სახლში რაღაცას რომ დააშავებს, არ მიტყეპავენ და მარტო სიტყვიერად დატუქსავენ, ამ დელეგაცის ყველა წევრს ეგეთი სიფათი აქვს.


– ვიდრე წავიდოდა ეს დელეგცია, მანამდე ვთქვი, რომ როგორც წესი, ასე ხდება. ამერიკასთან რომ რთულდება ურთიერთობა, იგეგმება სასწრაფო სამთავრობო–საპარლამენტო ვიზიტები. ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი, შეხვდა ამერიკელ პოლიტიკოსებს და მოამზადა ნიადაგი საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლისათვის. ესენი ასეთი ტიპის შეხვედრებზე მუდამ ჩადიან ქეისით, წინადადებების რაღაც პაკეტით, ჩვენ ვართ სტაბილური პოლიტიკური ძალა, გვინდა ქვეყანაში სტაბილიზაცია, ამიტომ თქვენს რეკომენდაციებს გავითვალისწინეთო – აი, ამას ეტყოდნენ იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს, ვისაც შეხვდნენ და რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ. ამის შემდეგ ამერიკელები გადმოულაგებდნენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ. ამის გარეშე ხელცარიელი თალაკვაძე ვის რად უნდა ამერიკაში? სასაცილოდაც არ მყოფნის, რომ თალაკვაძე ჩავიდა ამერიკაში და ვიღაცა „შეკერა“. „შეკერე“ გამორიცხული თემაა ამერიკაში, იქ მთავარი არის ღირებულებები და პოლიტიკური სისტემები. თუ ესენი ჩავიდნენ იმ წინადადებით, რომ ამერიკელთა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, ოპოზიციასთან გაივლიან კონსულტაციას საარჩევნო სისტემის შესახებ, იქ დაუკონკრეტებდნენ ამას. გამორიცხულია, არ ეთქვათ, როგორ საარჩევნო სისტემაზე და რა ვადებში  უნდა შეთანხმდნენ ოპოზიციასთან. თუ ამ  კონსესუსს მიაღწევს ოპოზიცია და ხელისუფლება და  მერე დანიშნავენ არჩევნებს,  მაშინ ჩატარდება ნორმალური არჩევნები და დაიდება ლეგიტიმური შედეგები. თუ არ მიიღწევა კონსესუსი, ისე დანიშნავს და ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება, მაშინ ეს არჩევნები გამოცხადდება არალეგიტიმურად. ამერიკა შეუფასებს, რომ ეს იყო არალეგიტიმური და უკანონო არჩევნები. გარდა ამისა, დარღვევები იმდენი იქნება იმ არჩევნებზე, ეს დამატებითი საფუძველი იქნება, რომ არჩევნები გამოცხადდეს არალეგიტიმურად. ამერიკას აჰყვებიან ევროკავშირის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და  გათავებულია ამათი საქმე.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №5

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი
ახალი ამბები

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი

20:32 05-12-2022
ვიცი, რამდენსაც იხდის ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და ისიც ვიცი, ამ პარტიების გარდა, კიდევ ვის ევაჭრება, რომ შეათრიოს იქ – ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან
ახალი ამბები

„როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა?“ – სანდრო ბრეგაძე

22:06 05-10-2022
„რუსეთამდე  600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო  და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე
ახალი ამბები

„რუსეთამდე 600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე

22:15 05-09-2022
„უსაფრთხოების სამსახურში მასალები 4 კატეგორიად იყოფა“ – რომელი კატეგორიის მასალებმა გამოჟონა და ვის მიუწვდებოდა მასზე ხელი?
ახალი ამბები

„ძალიან საინტერესოდ დგას საკითხები ამ მიმართულებით“ – რას ამბობს რუსეთ-უკრაინის ომზე ვახტანგ მაისაია

21:49 05-05-2022

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“

18:37 05-13-2022
გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე
ბიზნესი

გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე

02:17 05-12-2022
ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი
ბიზნესი

ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი

02:18 05-12-2022
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

02:19 05-12-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved