• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიტყვა-სიტყვით გეტყვით, შს მინისტრის მოადგილემ რა გვითხრა…” – პრაიდის თანაორგანიზატორი შსს-ს სიცრუეში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
20:05 07-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი სოფო კუჭავა ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებს ესწრებოდა.

სოფო კუჭავა “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილის მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მოყოლილი ბევრი დეტალი სიმართლეს არ შეესაბამება:

“ყველა შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძე დამსწრეებს ეუბნებოდა, რომ შსს ვერ დაიცავდა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის მონაწილეებს  და ამაზე საუბარს თავადვე არიდებდა თავს.

სიმართლეს არ შეესაბამება დარახველიძის ის განცხადებაც, სადაც მინისტრის მოადგილე აღნიშნავდა, რომ ორგანიზატორები უარს ამბობდნენ შსს-ს მიერ შეთავაზებულ ყველა ალტერნატიულ ლოკაციაზე ღონისძიების გამართვაზე:

პირველსავე შეხვედრაზე შემოგვთავაზა [5 ივლისის] ალტერნატიულ სივრცედ წერეთელზე გამოფენის ტერიტორია. ეს იყო ერთადერთი შემოთავაზება მათი მხრიდან, რაზეც ვუპასუხეთ, რომ აბსურდულია ჩვენთვის ისევ დახურული სივრცის შემოთავაზება იმიტომ, რომ ამგვარ სივრცეში ისედაც ვატარებთ “ხიდზე” და ლისზე [1 და 3 ივლისს] ღონისძიებებს. მას შემდეგ ამაზე საუბარი არ ყოფილა, დღეს ამაზე საუბარი არ ყოფილა, იყო ყოველთვის მათი პასუხი.

დღეს რომ თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჩვენ ასევე ველოდებოდით პრაიდის ორგანიზატორებისგან ზუსტ ადგილსო – მოიტყუა. ჩვენ რამდენიმე ადგილი შევთავაზეთ. ამობეჭდილი მარშრუტებით მივედით იმიტომ, რომ თავად არანაირი წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები არ გაუწევიათ. თვითონ არ მოუფიქრებიათ, რას შემოგვთავაზებდნენ და სად ვიქნებოდით დაცულები. ისევ მოვიდნენ იმ შემოთავაზებით, რომ გამოფენასთან გააკეთეთო.

რუსთაველის მეტროსთან, გავიგეთ რა, რომ უკვე იკრიბებოდნენ ადამიანები, ჩვენ თავად ვუთხარით, რომ რადგან ვერ მოახერხეთ, ის ადგილი დაგეცვათ, ჩვენ თავად ვამბობთ უარს იმ ტერიტორიაზე, მაგრამ ვფიქრობთ შევიკრიბოთ, მაგალითად, ფილარმონიასთან.

ეს მარშრუტები, რასაც გიყვებით, რომ მაგალითად, რუსთაველზე არ გაგვევლო, რადგან ქაშუეთთან იკრიბებოდნენ, დამუშავებული გვქონდა, ვიცოდით რა, რომ ისინი არაფერს გააკეთებდნენ. მაგალითად, შევიკრიბებოდით ფილარმონიასთან, ღიად არ ვიტყოდით მიმართულებას, სად მივდიოდით, იქ რომ არ დაგვხვედროდნენ, და წავიდოდით მელიქიშვილის გავლით ჭავჭავაძეზე და მზიურში ჩავიდოდით. ეს მას შემდეგ ვიფიქრეთ, რაც გვითხრეს, რომ საფრთხეები მომატებულიაო.

პირველ დღეს გვითხრეს 30 000 ადამიანი მოვაო, პირდაპირ მოდიოდნენ, რომ შევეშინებინეთ. პრაიდის დაწყებამდე მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, იქ 30 000 ადამიანი იქნებოდა, 3 თუ 50. რა თქმა უნდა, ვიცოდით, ჩვენი შეშინება უნდოდათ. პირველად ხომ არ ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებებს.

ყველაფერზე იყო უარი. 5 ივლისთან დაკავშირებით პირდაპირ გვითხრეს, სახელმწიფო უძლურია, რომ დაგიცვათო. სიტყვა-სიტყვით გეტყვით, ალექსანდრე დარახველიძემ რა მითხრა – “თუ გინდათ, გამატყავეთო” – ეს იყო ის ფრაზა, რითაც მოვიდა. ან რატომ უნდა გაგვეტყავებინა, ან მისი ტყავი რაში გამოგვადგებოდა, არავინ არ იცის, მაგრამ ასე თქვა, რა ვქნა, მე ვერ გიცავთ და თუ გინდათ, გამატყავეთო.

ადგილმდებარეობა რომ შევცვალეთ 3 ივლისის ღონისძიებაზე, ესეც სხვაგვარად იყო. თავდაპირველად “მზესუმზირაში” გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გარკვეული რეგულაციები არ მოიხსნა და “მზესუმზირამ” არ გახსნა თავისი სივრცე, ამიტომაც გადავიტანეთ ლისზე. ეს გავაგებინეთ ჯერ კიდევ პრაიდის კვირეულის დაწყებამდე.

ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გავყვე მის სიტყვებს, ყველაფერი მოიტყუა, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა ჩვენთან. ამ საუბრებს ვესწრებოდით არა მხოლოდ ჩვენ, იქ იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, შეხვედრების ძირითადი ნაწილი გაეროს სახლში მიმდინარეობდა”

გარდა ამისა, სოფო კუჭავას თქმით, უწყებამ არ გაითვალისწინა მათი მოწოდებები, მაგალითად, 1 ივლისს კლუბ “ხიდზე” გამართული კინოჩვნეების დროს, რომ ჯებირები უფრო დიდი დისტანციით აღემართათ, რათა პრაიდის მოწინააღმდეგეთა ნასროლი ნივთები სტუმრებს ვერ მისწვდომოდა.

რა ინფორმაციას ფლობდა შს მინისტრი დახურული წყაროებიდან? – “აგრესიული ჯგუფები მოედნენ მთელ ქალაქს, დაშავებულები არიან პოლიციელები” – შსს

თეგები: სოფო კუჭავაშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved