სამტრედიაში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 32 წლის გრიგოლ ხონელიძე გარდაიცვალა – მას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ცნობით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი, გია ხუჭუა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დაპირისპირება იმერეთის ქუჩაზე გუშინ, 18 ივნისს, მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები