ქვემო ბოლნისში 32 წლის კაცი მოკლეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივების ინფორმაციით, რომ მკვლელობის ღამით მამაკაცი მეგობართან იმყოფებოდა. თუმცა, არ იციან რა ვითარებაში და როგორ მოკლეს ახალგაზრდა. სოფელში ამბობენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა აქვს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ალიას” განუცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-სი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები