რუსთავში სამმა პირმა 40 წლამდე კაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებული კლინიკაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მშენებელთა ქუჩაზე , “ჰაიდელბერგ” ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლიან დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა.
სავარაუდო დამნაშავე 3 პირია: ძმები და მათი ბიძაშვილი. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი ავტომობილში დაიწყო და დაპირისპირება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაგრძელდა.
კომენტარები