საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ცვლილება იქნება სასიკეთო, რეკომენდაცია იქნება, რომ მოახერხონ ეკლესიებში მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე ტაძრებში, მაქსიმალურად იყოს დაცული ექიმების რეკომენდაციები. ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია.
წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.
კომენტარები