• რეკლამა
  • კონტაქტი
09:22, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს-მ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება მარგარიტა სიმონიანის გინების გამო დაიწყო

ალია ავტორი - ალია
11:43 09-10-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590

საქმე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსი პროპაგანდისტების შეურაცხყოფის გამო – შსს-მ საქმის წარმოება სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მარგარიტა სიმონიანის გინების გამო დაიწყო.

თორნიკე რაზმაძე განმარტავს, რომ აგვისტოში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმერ სალავიოვი ეთერში ამბობდნენ, რომ “როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო მუხლებზე ფორთხვით და შეგვეხვეწა საკუთარი მფარველობის ქვეშ მიგვეღოო, ისე მოვლენ სხვა ქართველებიცო”.

სამოქალაქო აქტივისტის კომენტარი იყო: “ნაკალენია” თქვენი დედაც” – რაზეც შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო.

პროცესი 29 სექტემბერს ჩაინიშნა.

“საქმე ეხება აგვისტოში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ვაჩვენებ რუსი პროპაგანდისტები: მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმერ სალავიოვი როგორ ღლიცინებენ ერთ-ერთ თავიანთ ეთერში და როგორ საუბრობენ იმაზე, რომ როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო მუხლებზე ფორთხვითო და შეგვეხვეწა საკუთარი მფარველობის ქვეშ მიგვეღოო, ისე მოვლენ სხვა ქართველებიც მომავალშიც და ყოველთვისო და მუხლებზე დამდგარი შეგვეხვეწებიან, რომ ისევ მფარველობა გავუწიოთო.

ამაზე ჩემი კომენტარი იყო “ნაკალენია” თქვენი დედაც-მეთქი”. საერთოდ არ ვნანობ ამას, ამ კონკრეტულ ფაქტს იმიტომ, რომ ეს იყო მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა და ამის გამო შსს-მ აღმიძრა საქმე და ახლა უნდა გაარკვიონ სასამართლო პროცესზე, 29 სექტემბერს მე დასაჯარიმებელი ვარ, დასაჭერი თუ რა ხდება თურმე და ეს იმ პირობებში, როდესაც ერეკლე მეფის დასაცავად მთელი პროპაგანდისტული კამპანია ჰქონდათ ჩართული, რომ ერეკლე მეფეს ებრძვიან და ჩვენ ვიცავთო და ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფის საქართველოს ისტორიაში, მე საერთოდ არ მახსენდება,” – ამბობს თორნიკე რაზმაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved