• რეკლამა
  • კონტაქტი
13:30, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შსს-მ ჩატარა რაღაცა, არ ვიცი საიდან ამოიღო ეს იარაღი” – არქიმანდრიტი ყინწვისიდან

ალია ავტორი - ალია
14:41 04-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ტვ 1-ის ეთერში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღოლი საუბრობს.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ  გამოძიება  დაწყებულია 236-ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე.

მამა საბა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას:

მშობლები გვყავს, ახლობლები, მეგობრები, ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ისინი ნახულობენ ამას და მერე რომ ვბრაზდებით ჟურნალისტებზე, გწყინთ.

მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, ერთმა მითხრა, ხელი ასწიე, მარცხენა ხელში ხარ დაჭრილიო და სანამ არ ვაჩვენე, არ დაიჯერა.

დედაც ნახავს ახლა და ყველა ახლობელიც, რომ არ არის ასე და სიცრუეა.

მე მინდა, თქვენი ჭირიმე, გითხრათ, რომ შსს-მ ჩატარა რაღაცა, არ ვიცი საიდან ამოიღო ეს იარაღი, არ ვიცი, ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრი იარაღი ამოაქვთ, მე ვარ ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი და არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი.

მე ვუარყოფ იმას, რომ აქ, საბას კოშკში, არანაირი ოპერაცია არ ჩატარებული და არანაირი იარაღი არ ამოუღიათ და მამა დავითთან რა გააკეთეს და რა ამოიღეს, არ ვიცი.

მე არა მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი, ყინწვისის მამათა მონასტერში ვინმე ამოსულიყოს და იარაღი ამოეღოს – ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved