• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიო მესამე, პოლიტიკა და ტოტალიტარული ძალაუფლების განმტკიცება – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
23:59 07-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
893
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე მეტი ზეგავლენის ინსტიტუციად ითვლება ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი ვარდნას განიცდის, ის მაინც ითვლება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მთავარ ინსტიტუციად, რომელსაც მნიშვნელოვანი ნდობა გააჩნია.
ახალი პატრიარქის არჩევამდე, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია ძირითადად ძალაუფლების დამოუკიდებელ ცენტრს წარმოადგენდა, ახალი პატრიარქის პირობებში საეკლესიო გავლენების ფაქტორი საკვანძო იქნება ტოტალიტარული პოლიტიკის განვითარებისათვის.
საეკლესიო ზეგავლენის ძირითადი ფაქტორებია:
1. „საეკლესიო ელიტის ავტორიტეტი და სანდოობა“.
2. „საეკლესიო ელიტის მონოპოლია“.
3. „საეკლესიო ელიტის ისტორიული კონტექსტი.“
4. „საეკლესიო ელიტის ინფორმირებულობის კონტექსტი.“
5. „საეკლესიო ელიტის ლიდერების მუდმივობა (გრძელვადიანობა).“
6. „საეკლესიო ელიტის ინსტიტუციური და წარმომადგენლობითობის მდგრადობა.“
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ახალი პატრიარქის წარმომადგენლის პირდაპირი პოლიტიკური შეტყობინებები, რომელიც დიდი ალბათობით, სამომავლოდ უფრო გაძლიერდება, დეკანოზის ინტერვიუ კი უკვე ქმნის პირობებს სამომავლოდ პატრიარქისგან ველოდოთ მსგავსი კონცეფციის პოლიტიკურ შეტყობინებებს, რომლის მიზანიც ტოტალიტარული ძალაუფლების განმტკიცებაა.
შეგახსენებთ, რომ ტოტალიტარული ძალაუფლების დროს, პრემიერობა, პატრიარქობა, პრეზიდენტობა და ა.შ. პირობითი როლებია. სინამდვილეში თითოეული მათგანი ტოტალიტარის ტრანსლატორებს წარმოადგენს, რომლისთვისაც საერო თუ საეკლესიო სტატუსები პირობითობაა, რომლითაც მასობრივ ადამიანს უკავშირდება, თავად კი განაგებს თითოეულ მათგანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved