• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შიმშილობა ჩამოვარდება, მოიმარაგეთ შაქარი და ბურღულეული” – მამა ფილიპე

ალია ავტორი - ალია
21:10 02-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

სხალთის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ფილიპე აბაშიძე მრევლს მოუწოდებს, არამალფუჭებადი პროდუქტები მოიმარაგონ, რადგან მალე შიმშილობა დაიწყება.

„უცხო ჯარი ჩადგება ჩვენს ქვეყანაში და შიმშილობა ჩამოვარდება,- წერს მღვდელი თავის Facebook გვერდზე და მრევლს მოუწოდებს მოიმარაგოს რძის ფხვნილი, შაქარი და ბურღულეული.

სასულიერო პირის შესახებ „ტაბულა“ წერს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს, რომ მამა ფილიპე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, თუმცა მოწოდებასთან დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადეს, რომ ეს კერძო აზრია. 

მოგვიანებით მამა ფილიპემ ეს პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა. 

სტუდია გრაალის მიერ მეორედ მოსვლისა და ილია II-ის, როგორც ბოლო ჟამის პატრიარქის შესახებ გადაღებულ ფილმში ერთი მონაკვეთი სწორედ მამა ფილიპეს ეძღვნება. ფილმში მღვდელი ამტკიცებს, რომ 1988 წლის გაზაფხულზე მას ხილვა ჰქონდა:

“ვხედავდი პატრიარქს, ტახტზე მჯდომს. უცბად განათდა მისი სახე და მისი თავის ადგილას უფლის, იესო ქრისტეს სახე გამოჩნდა. ვხედავდი მის მტრებს, რომელთაც მისი შურთ და ცდილობენ, ხელი შეუშალონ, რადგან მას მიჰყავს ქართველი ერი გადარჩენისა და გაბრწყინებისაკენ. ვხედავდი, რომ როდესაც ივერია გაბრწყინდება, პატრიარქი ძლიერ მოხუცი იქნება, მაგრამ ამ ბედნიერებას უფალი ქართველ ხალხს მისი მარჯვენით მიანიჭებს…

როცა მცირე ჟამი რჩებოდა ქვეყნიერების აღსასრულამდე გამოვიდა პატრიარქის მიმართვა ქართველი ერისადმი. გავდივართ მთებში, უფლის მოსვლის შესაგეგებლად. შევიკრიბენით ბევრზე ბევრი და გავემგზავრეთ აღნიშნული ადგილისაკენ. გარკვეულმა ნაწილმა პატრიარქის მიმართ უნდობლობის გამო არ ინება წამოსვლა. თქვეს ჩვენ აქ შევხვდებით უფლის მოსვლასო. მთებში ველოდით უფლის მეორედ მოსვლას ზეციდან კაცობრიობის განსასჯელად.”

ფილმში მამა ფილიპეს ეკითხებიან: თქვენს ხილვაში იქ იწერება, რომ უდიდესი ღვთაებრივი სასწაულები დაეშვება საქართველოზე. რაში გამოიხატება ეს უდიდესი ღვთაებრივი სასწაულები? რაზეც მამა ფილიპე პასუხობს:

გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომელიც ღვთისგან იქნება გამორჩეული და ამ პიროვნებით იმოქმედებს ღვთაებრივი ძალა, რომელიც მთელ ერს მოიყვანს ეკლესიაში და პატრიარქის მორჩილებაში ამყოფებს ერს და როგორც არის ასეთი, არამარტო ჩემი ხილვიდან ვნახე ეს, არამედ შემდეგ გავიგე, სხვა წყაროებიც ამტკიცებენ ამას, თვითონ სომხეთის წყაროები, რომ ჩრდილოეთის ქვეყნიდან გამოჩნდება პიროვნება, რომელიც სომხეთის ეკლესიასაც კი ისევ მართლმადიდებლობაში მოაქცევს…

2020 წლის 12 იანვარს პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებაში მეორედ მოსვლაზე ისაუბრა. 

მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ ჟამი ახლოს არისო ამბობენო, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა.

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved