აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კითხვაზე, რა შანსი აქვს საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თქვა:
“ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა აღმოაჩნდეთ გამბედაობა და ძალა, გადადონ განსხვავებები და დაპირისპირება გვერდით და კონცენტრირდნენ იმ საკითხზე, რაც არის არის აუცილებელი სტატუსის მისაღებად. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სამი სრულად შეასრულა და ეს ძალიან კარგია, თუმცა შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია და ამისათვის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი. გამოავლინონ გამბედაობა და გადალახონ ის განსხვავებული მოსაზრებები იმისათვის, რომ ეს საქმე განხორციელდეს ერთად და ისინი გაერთიანდნენ საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ”.
კომენტარები