“შესაძლო დანაშაულს იძიებს შს მინისტრი, რომელიც თავად შეიძლება იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი” – ამის შესახებ ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
“იმ შესაძლო დანაშაულს, რომელთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე იძიებს თავად შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად შეიძლება იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი, იმ დანაშაულის კასკადზე, რომელიც ვიხილეთ შოვის ტრაგედიის შემდეგ, ესეც არის სამართლებრივი ნონსენსი და ბუნებრივია ჩვენ ამაზეც გვექნება კითხვები, გარკვეული ოპოზიციონერები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან, თუმცა თავად ამბობდნენ, რომ ინტერპელაციის პროცესის შემდეგ ისინი კვლავ დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათთვის, რომ მართლაც აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – ამბობს თინათინ ბოკუჩავა
კომენტარები