• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შესაძლებელია თბილისის წართმევა და ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება…” – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
13:56 06-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,462

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

„ყოველთვის უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო კამპანიაში. რომ არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგიტომაც ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში. თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საკმაოდ მძიმე საკითხად იქცა, სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები…

მსჯელობა ოღონდ დასაწყები არის იმ რაციონალური არგუმენტებით, რომ თუ ჩვენ გავდივართ ბოიკოტში, რა შედეგების მომტანია ეს, სად მიგვიყვანს. ვიღაცები ამბობენ და თან მორალურ არგუმენტს ეძახიან ამას, რაც არ არის სწორი. მორალური არგუმენტი არის ის, რაც მიგვიყვანს ჩვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე და პოლიტპატიმრების თავისუფლებამდე. ბოიკოტს მივყავართ პოლიტპატიმრების თავისუფლებამდე? – ვკითხულობ. ან, მონაწილეობა გვაახლოებს პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან? ჩვენ სოციალურ კვლევებს ვაკეთებთ და ვეკითხებით აზრს მოქალაქეებს – რა მოლოდინი გაქვს, მზად ხარ რომ წახვიდე ამ ბრძოლაში? ამ ველს დაუთმობ „ქართულ ოცნებას“ თუ გგონია რომ უნდა დაიბრუნო ეს ყველაფერი? ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი. ზოგადადაც და ასევე ოპოზიციურ ამომრჩევლებშიც. ჩვენი მიზანია რეალურად გამოვკვეთოთ რა არის გამოსავალი…

ვინმე ფიქრობს იმაზე, თბილისის მერიიდან და არა მხოლოდ მერიიდან, ასეულობით მოქალაქე და ჩვენი მხარდამჭერი რომ გამოუშვეს სამსახურებიდან, თბილისის წართმევის პირობებში „ქართული ოცნებისთვის“, რამდენი ათეულობით ათასი ადამიანისთვის იქნება შვება?
საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა, გაყალბების პირობებშიც ხომ მოვუგეთ 60/40-ზე, ხომ მოუწიათ? მე ვფიქრობ, თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი. თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის, კორუფციის წართმევის შესაძლებლობა. 2021 წელს შევძელით და წავართვით 10-ზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ. ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება, ჯერ ვიმსჯელოთ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved