• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენით ვიწყებ “ვოლკო”, იდექი და უყურებდი, როგორ კლავდნენ თამოს” – ვის გვარს ასახელებს ბაჩალიაშვილის დედა?

ალია ავტორი - ალია
18:14 08-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“თეთრიწყაროს”ვოლკო” ჯიმშერ აფციაურო!!! შემთხვევით იმის ილუზია ხომ არ გაქვს ყოველივე ამის მერე ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას შენს ორ ქალიშვილთან ერთად?

როცა ჩემს თამოს აწამებდნენ და კლავდნენ იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს, რაც მთავარია შენები ხომ კარგად გყავდნენ.

ვინ იცის იქნებ შენს გარაჟშიც გყავდა თამოს მანქანა დამალული.

გირჩევ გოდერძი ჩოხელის “მგელი” წაიკითხო. ხანდახან მგლებიც ჭამენ თავიანთ წინამძღოლს როცა შეცდომას უშვებს და ისე არ მოხდეს მწყემსებმა ნახონ შენი ძვლები და იქვე ეგდება შენი ტელეფონიც იდენტიფიკაციისთვის, როცა დაგირეკავს მწყემსი. ხომ პირველად შენთან დარეკავს არა? შვებულებაშიც და იმ ქვეყანაშიც რომ იქნები. მერე პრესსცენტრს მივმართავ “ა კაკ ტამ დრავა” მეთქი.

“დრავა” ხომ ცხედარს ნიშნავს შენი გაგებით.

შენით ვიწყებ “ადინოკი ვოლკო”, (როგორც შენ დაიწყე პირველმა გამოძიება ვითომ) თუ რომელმა რუხმა მგელმა შეგჭამა ან რომელმა რუხმა კარდინალმა გაგწირა საცოდაო არსებავ.”

შეგახსენებთ, ჯიმშერ აფციაური გამომიებელია, რომელიც ამბობს, რომ თამარის საქმე მას ებარა, მაგრამ შვებულებაში გავიდა 21 ივლისს. მიუხედავად ამისა, მწყემსი მას ურეკავს პირველს 22 ივლისს, როცა მანქანას პოულობს. თუმცა, ჯიმშერი ამ ზარის შემდეგ პირდაპირ ადგილზე არ მიდის და ჯერ მიდის განყოფილებაში, როგორც თავად ჰყვება, ზუსტად 2 წუთში მივიდა განყოფილებაში და იქედან წავიდა მანქანის პოვნის ადგილზე.

როცა ჟურნალისტები, მწყემსთან ინტერვიუს წერდნენ, მაგ დროს, ჯიმშერი ურეკავს მწყემსს, მწყემსი პირდაპირ ეთერში პასუხობს, გამომძიებელი ეკითხება, მარტოა თუ არა და იყო თუ არა, ან აპირებს თუ არა შეშაზე წასვლას, რაზეც მწყემსი გაოცებული პასუხობს…

3 აგვისტოს, თეონა თამაზაშვილი “პალიტრასთან” ჰყვება:

“პირველი გამომძიებელი ჯიმშერ აფციაური იყო. ტელევიზიით გავიგონე,­ ის რომ ელაპა­რაკება მწყემსს. მწყემსი ეუბნება:­ “არა, ამათ დამიჭირეს” და მერე რაღაცა შეშაზე ელაპარაკება. მაშ­ინვე დავურეკე, რა შეშაზე იყო-მეთქი ლაპარაკი. მიპასუხა, მე შვებულებაში ვარ, პრესცენტრს მიმართეთო. როგორ შეიძლებოდა გამომძიებელი, რომელმაც დაიწყო ეს საქმე, ახლა შვებულებაში გაეშვათ?!.. გამწარებულმა დედამ ასე ვიარო კარდაკარ პრესცენტრებში?! აღარც ძალა მაქვს… ან ეს რა პასუხია?! და ამაზე რატომ არავინ რეაგირებს?! არც ვიცი, ახლა ვის ხელში გადავიდა გამოძიება.”

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმეთეონა თამაზაშვილიჯუმბერ ბაჩალიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved