• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემიძლია დეტალებიც გაგიმხილოთ… – რას ჰყვება კობახიძე გახარიაზე?

ალია ავტორი - ალია
23:23 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე:

„განცხადებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ჩემი და გუნდის სხვა ლიდერების განცხადებები არის გუნდურობის საუკეთესო გამოხატულება, როდესაც ხარ კონკრეტული გუნდის წევრი, შენ გმართებს შენი გუნდის დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა, ეს არის გუნდურობის მაგალითი. მაშინაც არსებობდა გარკვეული კრიტიკული კითხვის ნიშნები. იყო გარკვეული საკითხები, ამაზეც შემიძლია დეტალებში მოგვიანებით ვისაუბრო. რაც შეეხება თვითონ იმ ბრალდებას, რომელიც თქვენ მოისმინეთ უკვე მოგვიანებით ეს გაჟღერდა 17-18 თებერვლის შემდეგ, ანუ რაც შეეხება ღალატს, პრობლემა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ეს უკავშირდება 17-18 თებერვალს და ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, გაკეთდა მანამდე, როცა ჩვენ ვიყავით ერთიანი გუნდის წევრები და ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები.

გიორგი გახარიას მიმართ, ჩვენ არამარტო საჯაროდ გამოვირჩეოდით ასეთი შეფასებებით, არამედ, ჩვენ მაქსიმალურად ვამაგრებდით მას, როგორც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრს, მერე პრემიერ მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო. ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, ამას ვაკეთებდით ჩვენ გუნდის შიგნით. შემიძლია გარკვეული დეტალებიც კი გაგიმხილოთ, გუნდის შიგნით დისკუსიების 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, რაღაც მომენტში, თუმცა რაღაცამ შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არა ვიღაცამ არამედ რაღაცამ. რამ, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება. რაღაც ფაქტორი იყო, გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. მასთან იყო დაკავშირებული ეს ფაქტორი“

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved