• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“შეხვედრები ახლებურად” – ლიბერთის ახალი პროექტი საქართველოს რეგიონებისთვის

ალია ავტორი - ალია
00:08 09-26-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ლიბერთიმ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

„შეხვედრები ახლებურად“ ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომლის საშუალებით, ლიბერთი, განსაკუთრებულ შეხვედრებს უწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს. პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ – ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია.

მათთან ერთად ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თეატრმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ლიბერთისთან ერთად, შეხვედრების მასპინძელია.

ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. პირველი შეხვედრა მესტიაში შედგა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათივე სურვილით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. ლიბერთის ახალი პროექტის ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ხეთას მცხოვრებლებმა დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა ისურვეს, გურიის სოფელ ბახვში კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ლიბერთის დახმარებით, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელმა ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა.

ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ლიბერთი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ახლო მომავალში, არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved